შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბები


13-03-2017, 13:03
ნანახია 3 496

ბავშვობასთან ერთად ღრმა წარსულში დარჩი
ტკივილი და სევდა თან დამყვება ბები...
ისე მინდა შენი სითბო სანატრელი ვიგრძნო,
თუნდაც წამით სიახლოვე შენი ჩემში...
ჩემი ტკბილი... მისაბაძი ქალი!!
მენატრები... ტკივილამდე მენატრები ბები...
ადრე სიზმრად მოდიოდი
და მიკრავდი მონატრებულს გულში...
ახლა წლები ისე გადის
აღარც სიზმრად, აღარც ცხადში ვხვდებით...
უშენობით მარტოსული გოგონა ვარ ბები...
მისაბაძი... ერთადერთი ჩემი...
ზოგჯერ წამით მომინდება მოსვლა შენთან...
მაგრამ ცივი სამარისთვის მიჭირს თვალის გასწორება...
მომღიმარი რომ მახსოვდე მინდა...
ვერასოდეს ვერ გავბედავ
შენს საფლავთან ალბათ მოსვლას...
ვერასოდეს ვაღიარებ
რომ შენ ჩემთან აღარასდროს აღარ მოხვალ...
რომ სიკვდილმა ისე უცებ შენი თავი გამომტაცა...
სული მტკივა... ვიცი ჩემი მაინც გჯერა...
ბები... ერთს გთხოვ, გევედრები...
მოდი ჩემთან... თუნდაც ერთხელ მოდი...



№1  offline წევრი L LI

ემოციური იყო... კარგად გაქვს გრძნობები გადმოცემული

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

ყველაზე ტკბილი მოხუცები არიან... საყვარლები და მზრუნველები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent