გულს ვიფიცებ
გულს ვიფიცებ, ლექსს არ დავწერ უგულოდ, ჩემს მღვიმეში, ბგორგავ, როგორც მწირი, - მე რა მიჭირს, სიყვარულით ვსულდგმულობ, მე რა მეთქმის, ჩემი ცრემლით ვტირი. ჩემი გზა მაქვს, ჩემი სამოგზაურო, ჩემი ძმა მყავს და მყავს ჩემი მტერი, - მე რა მიჭირს, ჩემს ენაზე ვსაუბრობ, მე რა მეთქმის, ჩემს სიმღერას ვმღერი. თეთრი სევდით გათლილი მაქვს ფანქრები, და ჩემს ცაზე გაშლილი მაქვს ფრთები, - მე რა მიჭირს, ჩემს მიწა-წყალს ვაკვდები, მე რა მეთქმის, ყვავილებში ვჭკნები. სულო ჩემო, ცისკრით გარემოცულო, დღეებივით გათვლილი გვაქვს წლები, - მე რა მიჭირს, ჩემს ტაძარში ვლოცულობ, მე რა მეთქმის, ჩემს თბილისში ვრჩები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.