ტრაგიკული სიყვარული
ჩემი წარსული მე გულით დამაქვს, მუდამ მახსენებს სევდას და ტკივილს, მე მომავალი ნამდვილად არ მაქვს, ახლაც კი ვუსმენ განწირულ კივილს. არ მინდა სხვა, ვიღაცის დაცდა, მე ჩემი მინდა სიცოცხლე ძველი, მუდამ რომ ახლდა ტკივილი განცდა, ისევ ის მინდა ცხოვრება ძნელი. ისევ ის მინდა მისით რომ გავთბე, ვწუხვარ ვერ გავცვლი მას მე იმ სხვაში, ალბათ გგონიათ, რომ მე ის დავთმე, რადგან ვერ გავბედე შეცურვა ზღვაში. მე დღემდე მჯერა ის ჩემთან მოვა, ახლა ავდგები ზღვის პირას გავალ, ღრუბლები ტირიან შეწყვიტეს თოვა, ფიქრებით ისევ კვლავ მასთან წავალ. ის რომ დავკარგე იმ ადგილს გავჩერდი, თვალი შევავლე მის ძველ ნაკვალებს, მე მაშინ შევცდი მას რომ დავჯერდი, ამაზე ფიქრი მღრღნის და მაწვალებს. ჩვენთვის ვისხედით მშვიდად იმ სკამზე, რომელზეც ფიქრი დავიწყე მარტომ, მდუმარედ გავყურებდით თოლიებს პლაჟზე, გული ცუდს გრძნობდა არ ვიცი რატომ. მაშინ ჩამეხუტა, გულში ჩამიკრა, ყურში ჩამჩურჩულა შენზე ვგიჟდები, ყველა ტკივილი იმ დროს გამიქრა, როცა შიშით თქვა, მე შენ მჭირდები. ტალღებთან ერთად ჩვენც უხმოდ ვმღეროდით, ზღვის ჰორიზონტზე კვლავ ნაზად წვიმდა, ისეთი რამ მოხდა რასაც არ ველოდით, უკან მდგომ დიდ ხეს ფოთლები გასცვივდა. უცებ მივხედე, ეს რას შევესწარი, შესჯახებია ამ დიდ ხეს მანქანა, ტოტების მტვრევას ძლივს გავასწარი, სისხლში ცურავდნენ, დავეხმარე, მიველ ან განა. უეცრად თავში ხის ტოტი მომხვდა, გონება დავკარგე, დავეცი ძირს, ეს ყველაფერი წამებში მოხდა, ამად სიცოცხლე ნატა თუ ღირს. რომ გავიღვიძე ვიწექი ლოგინში, მაშინვე ვიკითხე, სად არის გოგონა? ექიმმა მითხრა ვწუხვარ, ბოდიში, გადავარჩენდი, მე ასე მეგონა. ასე შემოვრჩი მომავალს მარტო, არ მსურს არავინ ჩემს ცხოვრებაში, ყველასთვის მქონდა ეს გული ფართო, ახლა კვლავ ვრჩები ძველ ოცნებაში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.