ჩემი ოთახის ჩუმი ჰარმონია
სულში უშენობით ზეცა ჩამოინგრა და წამმა შეკრიბა იმ დღის ანარეკლი, როცა ჩვენი ტრფობის კედლები დაინგრა, რომ ვერ შევაჩერეთ ჰელიოსის ეტლი, ოთახის კუთხეში მიგდებულს უჩუმრად ისევ თავს მახსენებს ძველი აგონია, ვიკრავ შემოსაცმელს აგდებით, ქუჩურად; ფიქრი მონატრება ისევ არ მგონია... ცარიელ კედლებზე ლურჯი ზღვის პორტრეტი წარუშლელ ნაკვალებს მიტოვებს სიზმრებში, როცა მოგონებისფერიანი რეტი ისევ უჩვეულოდ იღიმის ძველ ბრებში, ფერების ციმციმი ამ სიზმრის გონია, ფიგურის სილუეტს თამამი გრძნობა შობს და ჩემი ოთახის ჩუმი ჰარმონია სარკეში სიგიჟის სპექტაკლებს თამაშობს! წამზომმა შენიღბა გამქრალი წამები, თითქოს შემომჩივლა ისევ უიღბლობამ, რომ კმარა უაზრო, უსიტყვო დრამები, აღარ შემაწუხოს ძველმა უმიზნობამ, ფიქრებმა დაიწყეს ფანტაზიის თხრობა, დღეს კი მონატრების ფერებმაც დამტოვეს, ჩემი სიყმაწვილის ჟამმაც მიმატოვა და გლოვის სამოსქვეშ ვმალავ სიმარტოვეს! თითქოს თეთრი ფრთები უღმერთოდ შემაჭრეს, მხოლოდ ძველ სარკეში ჩანს ჩემი სიმართლე, რადგან გრძნობის მიერ დაგებულ ძველ მახეს აკლია ტრფობისგან შექმნილი სიმაღლე: მინდოდა წარსული უშენოდ მეგლოვა, სიტყვებმა ჩურჩულით შენიღბეს სიბრაზე... წვეთი მოთმინება მაინც რომ მეპოვა აღარ გაგაკრავდი წასულთა აბრაზე, მე კი ოცნებები აწმყოზე გავყიდე, რომ მეგრძნო უცნობი გრძნობების ფერები და თუ ჩვენი ტრფობა უფსკრულზე გავკიდე, დღეს უკვე მემდურის ამაყი ბგერები! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.