შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მენატრები დიდი ხანია


21-03-2017, 00:01
ნანახია 9 603

ზოგჯერ მინდება,გავამხილო მეც ჩუმი დარდი
ხანდახან მინდა,მხოლოდ ის ვთქვა,რაც მიხარია
ცად აგამაღლებ,თითქოს ახლა,დღეს შემიყვარდი
მაგრამ მიყვარხარ,მენატრები დიდი ხანია

სასმისს გამოვცლი შენი წასვლის აღსანიშნავად
ვიტყვი,რომ მძულს ის,რაც კი შენთვის ამიტანია
მაგრამ სიტყვებით თუ ვიცრუებ,რა შეიცვლება
ვერ შეგიძულებ,ამას მივხვდი დიდი ხანია

ვიცი,ერთხელაც დაბრუნდები,სიყვარულს მომთხოვ
ოდესღაც შენი,იმ დროს უკვე სხვისი ვიქნები
მაგრამ აღდგება თითქოს მიწამიყრილი გრძნობა
და ისევ შენით გაიღვიძებს ჩემი ფიქრები

ისევ შევიცნობ გაზაფხულის მშვენიერებას
ისევ იმგვარად აძგერდება გული თავიდან
და საუკუნოდ მეყვარები ისე ძლიერად
როგორც მიყვარდი ჩვენი ტრფობის დასაბამიდან



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

სასმისს გამოვცლი შენი წასვლის აღსანიშნავად
ვიტყვი,რომ მძულს ის,რაც კი შენთვის ამიტანია
მაგრამ სიტყვებით თუ ვიცრუებ,რა შეიცვლება
ვერ შეგიძულებ,ამას მივხვდი დიდი ხანია

როგორ ძალიან მომწონს შენი ლექსები

 


№2  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

ამეტირააა... pensive რამდენი ემოციააა... ძალიან მომეწონააა kissing_heart ლამაზი და ემოციებით გაჯერებულია kissing_heart

 


№3 სტუმარი სტუმარი Ubralod gogo

Aravhveulebrivixar shencdashenileqsebic

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent