შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამართალი - ერკე მიდასი


23-03-2017, 22:39
ავტორი ერკე
ნანახია 1 701

არ შემიძლია თვალი დავხუჭო
თუ მოსამართლე, სამართალს არღვევს
ციხე ეკუთვნის არაკრიმინალს,
თავისუფლება კანონის დამრღვევს?

აქ ნაწილდება, ხალხთა როლები
ვინ გადარჩება, ვინ საფრთხეს შექმნის
ვინც ჩვენ გვიწოდეს უფრთო მონები
მათ დაგვაყენეს სხვა მხრიდან კედლის,
აკვირდებიან ჩვენ ყოველ ნაბიჯს,
და არ იციან თუ რას ჩავდივართ?
მაინც გვიჭერენ, გვიდებენ სამხილს
სხვა უნდა იჯდეს - კი მათ მაგივრად.

სიტყვა „უბიწო“ გადააქციეს
მკვლელის და ქურდის სინონიმებად,
ახლა გამვლელნიც ვერ შლიან იმ ფრთებს
რაც ყოველ ჩვენგანს აქცევს ღმერთებად.

მან ჩაიდინა სასჯელი ჰოდა
სხვა რად უნდა ისჯებოდეს ამით
ეს არის ხალხის და კაცთა ბოდვა
რომელთა ხმა არ ჩუმდება წამით.

ღამე სიზმარშიც კი მოგაკითხავს,
უჩუმრად თავის სათქმელსაც გეტყვის,
მოვა, ნებართვას არათუ გკითხავს
შემოიჭრება, როგორც ქვეშ მერქნის.

თვალს ვერ დავხუჭავ თუკი ვიგემე
უსამართლობის ზღვარი ყოფისგან
თუ დავიკარგე, გზას ვინ მიჩვენებს,
შენ? თუ სხვა გამომიყვანს კომიდან.

ალუზიაა სიცოცხლე ჩვენი
გულს ნუ დაიწყვეტთ, ვერას გახდებით
არსებობს, რასაც ვუყურებთ მზერით?
სადაც შენა ხარ, მეც იქ დაგხვდები?

ალბათ კითხვებზე პასუხიც არ ზის
ქვეცნობიერში, უფლისგან გვმართებს
არ შემიძლია დავხუჭო თვალი
თუ მოსამართლე, სამართალს არღვევს.

რაციონალურ პასუხებს ვეძებთ
უსამართლობის აღმოსაფხვრელად,
რატომ ყველაზე კეთილი მეფე
ბოროტებაზე, ადრე რად კვდება?

ფუ ამ სამყაროს, ჩავიცვამ თეთრებს
არ მსურს არასდროს, ვინმესთან გლოვა
სასუფეველში თუ მოვხვდი მე დღეს
მახსოვს, შემეძლო აწ თავის ფლობა.

ოდესღაც მიანდერძებენ დიდ განძს
ისევ შორეთში ვარსკვლავს ავანთებ
ყოველ ადგილში რაღაცა მიყვარს
ოღონდ ოცნება ჩემი არ ჩაქვრეს.

ადამიანო, ნუ იბოღმები
ეს იწვევს კიბოს, რომელიც სულ გვჭამს
იყავი ლაღი და ბედნიერი
იმით რომ ცოცხლობ, სიცოცხლეც შენ გგავს.

სისხლში გაგიჯდათ უკვე თვისება
უმისამართოდ მომანთხევთ მე ზიზღს
სულ რომ თქვენ თავში ეძებთ ღირსებას,
და ყველა სხვა კი გგონიათ ფერფლი,
არ შემიძლია... არ შემიძლია...
უსახლკარო ვარ, არა მაქვს კარი
მაშინ რად მოხვალ, რა ფრთები გშლიან
მკერდში სისხლმდინარს არც მომეკარე.

თუ მეკარე ხარ, თუ მდევნი კიდეც
და საგიჟეთში თავს ამოყოფენ
ჩემი მუზები, მუზები მიტევს
გამოგშინავენ და იქნებ ცხონდე.

არ შემიძლია თავი ვარიდო
ათი კაცი ერთ ქალზე ხელს რომ წევს
არ მსიამოვნებს, გულიც კი გასკდა
და ჩვენ „სამართალს“ ტაეპებს ვუწერ.


პ.ს. ოდნავ გადახვევას გავაკეთებ. რომ უნდა დააკომენტაროთ ეს თავად იცით, მაგრამ ცოტა ხნის წინ ერთ წლიანი აკადემიურის შემდეგ ისევ აღვიდგინე თავი უნიკალურ უნივერსიტეტში გეპეიში, ერთი ლექცია მეცხრე კორპუსში გვქონდა თურმე (ვინც არ იცით და არ ყოფილხართ ამ კორპუსში გაგიმართლათ!) შევაბიჯე თუ არა დანგრეული კედლების შემყურე და იქაური ჰაერის, თავი სასაფლაოზე მეგონა ჯერ, მერე მიტოვებულ საავადმყოფოში წარმოვიდგინე თავი, ან საგიჟეთში სადაც გაზის გაჟონვის შედეგად ყველა დაიხოცა და ეს შენობა მოუვლელი დარჩა. შემეშინდა, გულწრფელად შემეშინდა და მართლაც რომ მქონდა ამის მიზეზი.... ნამდვილად კარგი საშინელებათა რომანი დაიწერება, ან თუნდაც მოთხრობა ამაზე. ჯერ... სამი თვე კიდე მომიწევს ამ კორპუსთან შეხება, როცა იქნება კი განვახორციელებ ამ იდეასაც... წელს არამგონია :დ მადლობა ყურადღებისთვის. მოკლედ ჩემგან ელოდეთ რომანს გეპეიზე!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent