შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღეს ჩემს მაისურს ისევ შენი სურნელი ასდის


29-03-2017, 01:35
ავტორი bla.ell
ნანახია 2 703

და ჩემს მაისურს ისევ შენი სურნელი ასდის,
ახლა ისე მსურს "გემრიელად" გულში ჩამიკრა,
რომ არ მეხები ჩემს ბაგეებს ფერიც კი გასდის,
თუ არ გიყვარვარ,გეხვეწები...
ახლა არ მითხრა.

ამ წამს ვხვდები რომ,საზღვრებს უკვე საკმაოდ გავცდი.
არაფერი თქვა,ძალიან გთხოვ...
არაფერი თქვა!
გემუდარები ამ ჩემს სიტყვებს ბოლომდე ჩაწვდი,
სანამ ყველაფერს წაიკითხავ იქნებ მეფიქრა...

ჰო!მე მივდივარ საიქიოს...
კართან დაგხვდები.
როცა სიცოცხლეს დაასრულებ
როცა შენი გზა...
ჩემს თეთრ ბილიკებს გამოყვები
თეთრი ფანქრებით.
და ისევ ისე ძველებურად გულში ჩაგიკრავ.

თქვენის ნებართვით ცრემლს დავმალავ ჩემი თვალებით,
მერვე ფერს ვირჩევ,ცისარტყელას შვიდი ფერიდან,
სულ ახლა,როცა უშენობა სხეულში დაძრწის,
სამამდე დათვლაც არ დამჭირდა
მე გაფრენიდან...

დღეს ჩემს მაისურს ისევ შენი სურნელი ასდის...
და მე ისევ მსურს შენ ეს გიჟი გულში ჩამიკრა...
მე დიდი ხანი დავეძებდი სიყვარულს ნამდვილს,
ჰოდა სულ ბოლოს მომასწავლა ყველამ შენი გზა...



№1  offline მოდერი Maiaabuladze

თქვენის ნებართვით ცრემლს დავმალავ ჩემი თვალებით,
მერვე ფერს ვირჩევ,ცისარტყელას შვიდი ფერიდან,
სულ ახლა,როცა უშენობა სხეულში დაძრწის,
სამამდე დათვლაც არ დამჭირდა
მე გაფრენიდან... ❤ რა ტკბილი იყო

 


№2  offline წევრი anuki15

შენი ლექსები რომ საოცრებაა ამას თქმა აღარ უნდა <3 ისეთი უბრალო და გულში ჩამწვდომია არ ვიცი რა გითხრა <3 სიტყვებით ვერ გამოვხატავ იმ ემოციებს რასაც განვიცდი შენი ლექსების წაკითხვის დროს <3

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ვიღაცა შეყვარებულიაოოო

 


№4  offline წევრი choco

ლექსები
და ჩემს მაისურს ისევ შენი სურნელი ასდის,
ახლა ისე მსურს "გემრიელად" გულში ჩამიკრა,
რომ არ მეხები ჩემს ბაგეებს ფერიც კი გასდის,
თუ არ გიყვარვარ,გეხვეწები...
ახლა არ მითხრა.



ra xar asseti kargi mitxari.mikvarxar dzalian momewona

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent