უსათაურო
არ მომწონს მერე რა, მე შენი ლექსები არც გრძნობა არ მომწონს, ზედმეტად ყალბია ვიცი რომ გტანჯავენ უაზრო ეჭვები და ცხოვრობ საეჭვოდ რომ დიდი ხანია დრო გადის, თანდათან ცხოვრებას ეჩვევი მერე რა, რომ გიჭირს შეჩვევა ძალიან თანდათან ყალბ გრძნობებს შორიდან ელევი ლექსებსაც ნუ დაწერ, ზედმეტი შარია ისწავლე ცხოვრება, გრძნობები შერჩევით ნურავის ნუ ეტყვი მისთვის რომ გცალია არავის ეგონო ზედმეტად მოცლილი არც შეჩვევა გინდა, ვინმეზე ძალიან... ნურავის შეხედავ ზედმეტი იმედით ისწავლე ჭკუა და გაიგე მარიამ ვიცი რაც ხდება, ახლა შენს ფიქრებში ყინვა, წვიმა, თოვა და ცივი ქარია გინდება ხანდახან, გათიშვა სიკვდილი არც ვინმე გეუბნება ცხოვრება კარგია არ გშველის, არც ფიქრი და აღარც ტირილი რამეს თუ მიჯღაბნი უაზროს, შარიანს ცოტას გადაგივლის გრძნობების ტკივილიც და თან შეეჩვევი ღამესაც მთვარიანს... შემიფასეთ <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.