შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შორს ნუ წახვალ!


23-04-2017, 18:45
ავტორი Jane18
ნანახია 1 962

დედამ მითხრა, შორს ნუ წახვალ!
გამეცინა გულში მწარედ
ვუპასუხე-ჩემო დედი
გავიზარდე, წლები განვლე.
დედამ მითხრა, შორს ნუ წახვალ
გავუღიმე, შევედავე
დიდი ვარ და ნუ გეშინის
დავჭკვიანდი, არას ვავნებ.
დედამ მითხრა, შორს ნუ წახვალ
ნუ დარდობ თქო, განვუმარტე
გეხვეწები ნუ იტირებ
ნუ იდარდებ ასე მწარედ.
წამი წუთად გადაიქცა
თვეები კი იქცნენ წლებად
ვამაყობდი, დიდი ვარ და
შემოვივლი დედამიწას.
დილით ადრე შევამჩნიე
ჭაღარა და მომაგონდა
ცხოვრებაში ერთი რაღაც
სადღაც, ღრმად,რომ ბობოქრობდა.
გამახსენდა ის თეთრი თმა
დედაჩემს,რომ განძად ჰქონდა.
ერთზე მითხრა აქ დაეცი
მეორეზე სიცხე გქონდა
მესამეზე,გამახსენა
ჩვენს მეზობელს,რომ ვეჩხუბე.
მომენატრა ის ჭაღარა
ყველა, მე რომ გავუჩინე...
კარს ვეცი და იმ ქალისკენ
აჩქარებით გავეშურე.
ჩვენი სახლის,დიდი ხის ქვეშ
იჯდა დედა,ისევ ისე...
უცებ ვეცი,მოვეხვიე
ის თეთრი თმა დავუკოცნე.
მოხვედიო,მითხრა დედამ
ახლა მართლა გაიზარდე,
მომეფერა, როგორც ადრე
ისე ტკბილად, ისე მწარედ.
გავიზრდე დედაჩემო
ახლა აღარ გაგაბრაზებ,
შორს არ წავალ, შენთან ახლოს
დავრჩები და გულს არ გატკენ!



№1 სტუმარი ladybug

აი აი
ეს მომეწონა
მერე რა რომ იყო შეცდომები
მე
მაინც მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent