ყალბი ღიმილი მწარედ მომეპარა
ყალბმა ღიმილმა მწარედ მომეპარა თურმე ცხოვრება შორს მე გამიფრინდა, ისევ ავირიე სულის მძიმე ფიქრში სული მეხუთება სევდის მძიმე ნისლში... ისევ დამიბრუნდა ზეცის ჩუმი ხმები სევდის მძიმე ფიქრებს უკვე ვერ ვერევი, თუმცა ცხოვრებას მაინც ვერ ველევი თითქოს ბოლო სათქმელს ჩუმად მივადექი... ხშირად მომიწია სიკვდილთან შებრძოლება უკვე ან საზღვარსაც წამი ეღობება, სულმა ზეცად ასვლა მაინც მოინდომა ჩემთვის ამ ცხოვრებამ მძიმედ ჩაიარა... ვიცი, მარტო ყოფნამ ძლიერ დამაბერა გრძნობის ნახმა ხმებმა ჩუმად მიმატოვა, რითმის შეგრძნებასაც აზრი დაეკარგა და მუზები, შორს მე გამიფრინდა... ვიცი ჩემს სიტყვებში აზრებს ვერ პოულობ ჩემი უცხო ფიქრით, ხშირად ვუცნაურობ მძიმედ გავიარე წამის ბნელი გზები საზღვარს მივადექი, ალბათ უკვე ვკვდები... ავტორი: გურამი ხიზანეიშვილი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.