შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაჟონილ სიკვდილს !


24-04-2017, 23:05
ავტორი ანა ბალზაკი
ნანახია 1 761

მე გეფერები, ჭკუიდან გშლის ჩემი ხელები,
გპირდები, შენ ვერ დაივიწყებ წარსულს და ნამყოფს,
ველური ჟინით დაულაგე სხეულს ფერები,
დავტრიალდები და ვიპოვნი სამყაროს გამყოფს.

უწყვეტი ვნებით ვეკონები შენ ღაწვებს ეულს,
ფიქრით კი წამით მახსენდება შურისძიება,
დავიკლაკნები, ხელებით კი ვიხოკავ სხეულს,
იქნებ შევწყვიტო დავამთავრო ძველის ძიება.

ძალა არ მყოფნის, თუმც საიდანღაც ვპოულობ სავალს,
ბაგეებს შენი კოცნის კვალი ატყვია ისევ,
ჭრაჭუნა კარებს შევაღებ და ჩვენს სახლშია ავალ,
შურისძიებავ რა ახლოს ხარ, ხელს ტანზე ვისმევ..

სარკის წინ წამით ვტოკდები და გული მიკვდება,
თვალით ჩამქრალ და გამოწურულ სხეულს რომ ვხედავ,
ბედნიერების დაბრუნების სურვილი მიპყრობს,
მაგრამ კარგზე ფიქრს ვერაფრით ვძლევ, ვერაფრით ვბედავ.

კარს ვაჯახუნებ, შეშლილი სახით მოვრბივარ შენთან
მინდა გატკინო, ისე როგორც უწინ მტკიოდა
თვალს ვერ მისწორებ, რადგან გრცხვენია, წამსაც ვერ ბედავ
ახლა ოთახში ნაწამები სული კიოდა

იქნებ დრო დადგა ყველამ აგოს პასუხი თვისზე,
და დრომ განაგოს ახლა თუ კი რამე მოხდება,
ნუ დაიჯერებ შეცოდებას ქალის მისირზე,
უფერ ღაწვებზე შებღალული ცრემლი ხოხდება..

გაუსაძლისი გახდა ატანა დარჩენილ დღეთა,
გაშლილი ფართოდ, აფეთქებულ ატმის კვირტივით
ჩემთავს ვეღარ ვცნობ, მეცოდება ვერაფერს ვავნებ ..
გულში ხომ ჩუმად იმ ბედნიერ წარსულს მივტირი.

ბოლოს მოვუღებ, კბილებში ვცრი და თმებს ვიჩეჩავ,
არა, რას ვამბობ.. ვერაფრით ვარ სიტყვის თავდები,
ჩემში ორი მე კინკლაობს და ერთმანეთს ამხობს,
ასე არ მინდა, ღმერთო, ნუღარ დავიბადები!

გარეთ გავრბივარ და მთელი ძალით ვეხვევით თქეშში..
ისევ იჭექეს მოგუდულმა ზეცის მჭიდებმა ,
მე ტირილამდე გევედრები შემოდი ჩემში,
შენი შეხება ყველაფერზე მეტად მჭირდება..

ტკივილს ვეღარ ვგრძნობ თუმც მედება ფეხებზე სითხე,
ფერებს ვერ ვარჩევ, მაგრამ ვხვდები წააგავს მელანს,
მე ვიბრძვი მაგრამ ჩემს ზურგს ვხვდები რაც ხდება..
ფერთა გამაში გაჟონილი სიკვდილი ელავს.

გარიჟრაჟს კუბოს მიასვენებს ექიმი კართან ,
ტკივილნარევი თვალებით უმზერს ცხრამეტი წლისას,
ბიჭი კი სასმელს ეტანება ველურად ბართან,
ნელ-ნელა სვამს, მკვლელ
სადღეგრძელოს - სიყვარულისას.

აწ უკვე ფერი დაეკარგა ირგვლივ ყველაფერს..
მკერდში უჭერს და გაუსაძლისი ხდება ტკივილი,
ვერიმჩნევს ირგვლივ შესახედად ვერცერთ-ვერაფერს..
არემარეს კვეთს შუახნის ქალის მწარე კივილი!

სულმოუთქმელად ველოდები თქვენს შეფასებებს! <3



№1  offline მოდერი bla.ell

ძალიან მაგარი და ემოციური იყო უმაგრესი იყო არ ვიცი რა ვთქვა მაგარი გოგო ხარ შენheart_eyes

 


№2  offline წევრი ანა ბალზაკი

bla.ell
ძალიან მაგარი და ემოციური იყო უმაგრესი იყო არ ვიცი რა ვთქვა მაგარი გოგო ხარ შენheart_eyes

მადლობა ძალიან დიდი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent