ადამიანნო
ადამიანნო, რატომ ცდილობთ იყოთ ცხოველნი? ადამიანნო რატომ ცდილობთ სხვის დამცირებას? თავად ვინ ხართ რომ სხვას მიუთითოთ ცხოვრების აზრი? ცხოვრების აზრი, ცხოვრების არსი თავად ღმერთია, თავად ვინ გთხოვათ მართოთ სხვისი სხეულის ენა? თავად ვინ გთხოვათ იყოთ საჭე სხვისი სულისა? მე არ გასწავლით ან კი ვინ ვარ მე თქვენთვის ახლა? უბრალოდ მინდა დაგანახოთ რაც ჩვევა გახდა. სხვისი ცხოვრება თქვენთვის წყალში ერთი წვეთია, რომელსაც თითქოს ეკიდებით რომ არ ჩავარდეთ, სხვის ცხოვრებაში დღეს ხომ ყველა პროფესორია, საკუთარს კიდევ თითქოს კბილით იცავენ კიდეც, რომ არ გამოჩნდეს ვინმე, ვინმე სხვა სული, და არ იხედოს ამ ცოდვილის განმკითხავ სულში, არ დაივიწყოთ უფლის სიტყვა წმინდა უკვდავი, ნუ მიეცემით თავხედობას ამპარტავვნობას და განკითხვისას არ ჩავარდეთ უდიდეს ქვაბში, ნუ განიკითხავთ თორემ მოვიდა ჟამი დაიმახსოვრეთ ადამიანი თვით ადამს ნიშნავს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.