შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნეტავ შემეძლოს გულის მოსმენა


8-05-2017, 23:41
ავტორი Ani123
ნანახია 1 679

როცა თითქოსდა უმჯობესდება
შენი ცხოვრება ერთფეროვანი
და როცა უკვე შენს ყოფას ავსებს
მიზნები დიდი და მეგობრები.
როცა ფიქრობ რომ დროა გეღირსა
შენც ის ცხოვრება სულ სანატრელი
ერთფეროვნებით დაღლილს დაქანცულს
დღეებს ნათელი ფერები შეცვლის.
რომ ფიქრობ თითქოს ყველაფერი გაქვს
რაც კი ოდესმე გიოცნებია
წამსვე იცვლება კვლავ ყველაფერი
აშენებულიც ინგრევა იმ წამს.
ნათელ ცას მუქი ღრუბლები შეცვლის
თავიდან თითქოს გაგიხალისდა
ახალი გრძნობა უკვე ნაცნობი
შენი ყოველ დღის აჩრდილი გახდა.
მაგრამ ეს გრძნობაც შენს მოკვლას იწყებს
შიგნიდან დაგღრღნის, გაგანადგურებს
უთქმელ სიტყვებს და შენს გულის ტკივილს
ვეღარ გაანდობ ვეღარც ახლობელს.
ნელ-ნელა ხვდები რა ღრმად შეიჭრა
მასზე ფიქრები შენს გონებაში
მაგრამ როდესაც გულიც ვერ შეწყვეტს
ოცნებას მასზე მაშინ მიხვდები:
ახლა მუდმივი ყოფა ტანჯვაა
ყოველი დღე და ისევ ის სახე
შენს განცდებს ვერვინ ვერ იგებს ახლა
მაგრამ შენც არ ცდი ახსნას რაიმეს.
როცა იცი რომ ვერც გაგიგებენ
რთულია მართლაც ამის გაგება
მხოლოდ ნაცნობი სულ მალე შენთვის
სულ უარაფროდ ძვირფასი ხდება.
რომ ეჭვიანობ მაშინაც როცა
მანაც არ იცის რას გრძნობ მის მიმართ,
მაგრამ იმედი მაინც არ ქრება
იქნებ განიცდის ისიც მსგავსს მძაფრად?!
სულ ეს კითხვები, ფიქრები იქნებ
ილუზიაა მხოლოდ იმედის,
მაგრამ ეჭვებიც არ ჩნდება ასე
თუ რამ მიზეზი არა დევს მასში.
რაც გინდა იყოს უკვე არ ვნაღვლობ
ნეტავ შემეძლოს გულის მოსმენა
რომ გავერკვიო ჩემს თავშიც იქნებ
იქნებ გავუგო ჩემს გონებასაც.
მერე ამ ძალამ რომ მომცეს ნიჭი
გავიგო სხვების ფიქრი და განცდაც
და ნეტავ შევძლო რას გრძნობს, განიცდის
ისიც ჩემს მიმართ ან თუნდაც სხვისას.



№1  offline წევრი Ani123

ახლა დავაკვირდი ბოლო სტროფს და რაღაც არ მომეწონა :// ბოდიშით grimacing ასე შევცვალე-მერე ამ ძალამ რომ მომცეს ნიჭი
რომ ვიგრძნო სხვების ფიქრი და განცდაც
შევძლო გავიგო რას გრძნობს, განიცდის
ისიც ჩემს მიმართ ან თუნდაც სხვისას
ბიდიშით კიდევ ერთხელ heart_eyes

 


№2  offline მოდერი bla.ell

Araushavs sayvareloheart_eyeskargi iyo dzalian momewonaheart_eyes

 


№3  offline წევრი Ani123

bla.ell
Araushavs sayvareloheart_eyeskargi iyo dzalian momewonaheart_eyes

მადლობააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent