შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უძღები ვარ შვილი...


16-05-2017, 23:05
ნანახია 2 044

ირგვლივ სიშავეა,
მგუდავს...
გული საგულეში
შფოთავს...
ვიცი სიგიჟეა როცა
ღიმილს იკერავ და
გტკივა...
ირგვლივ სიბნელეა,
ხედავ?
მე კი აღარაფრის მჯერა...
იცი უღმერთობა მტანჯავს...
საშველს ვერსაიდან ვხედავ...
უკვე ხმა ჩამწყდარი კვნესა
სულის კუნჭულიდან კრთთება...
გესმის?
მუნჯი ვარ და ვყვირი...
უკვე ყველაფერი მტკივა...
ირგვლივ სიშავეა
იცი?
მე კი სინათლეში მინდა...
მინდა რომ აღმოვჩნდე ღმერთთან...
მინდა მაპატიოს რყევა...
მორჩა ყველაფერი ქრება...
ალბათ სულ ცოტაც და
ღმერთთან
მიმიჩენენ კერას...
უკვე ამბიცია არ მაქვს...
მასთან მისასვლელი პირი
თავად გავისვარე ალბათ...
თუმცა უძღები ვარ შვილი...
მინდა მაპატიოს რყევა...
მე ხომ ჯოჯოხეთის შიში
უკვე რახანია თან მაქვს...
ვიცი უღმერთობა მტანჯავს...
რწმენა შერყეული ვკვდები...
მაგრამ მომიტევოს მინდა...
მე ხომ უძღები ვარ შვილი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent