შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და მე ჟრუანტელი მივლის!


21-05-2017, 17:15
ავტორი bla.ell
ნანახია 2 554

და მე ჟრუანტელი მივლის...
ალბათ შეგრძნებაა ღელვის,
სადღაც სურნელია წვიმის,
სადღაც მზემ დაკარგა ფერი...

ქარი დარჩენილა მარტო...
ალბათ სიყვარულის დარდში,
ჭრელი ფანტაზია არ მთმობს,
და მე სურნელი მცემს შენი...

მხოლოდ თითები მაქვს ცივი...
მაინც შენს შეხებას ვნატრობ,
მინდა მხოლოდ ჩემი წილი...
ერთი მოგონობა მანდო...

გესმის?!ჩურჩულია ღამის,
მე კი სიზმარი ვარ გრძელი,
ცხადში არ გინდა რომ მნახო,
აქ კი შენ იქნები ჩემი...

მაინც რანაირად არ თოვს,
ღამე ყველა ღრუბელს არწევს,
ალბათ მეგობარი გართობს,
მე კი ძველებურად გელი...

მარტოს...საბანიღა მათბობს,
ფიქრებს სასეირნოდ ვუშვებ,
ვხვდები პოზიციას არ თმობ,
აღარც იმედი მაქვს შენი...

ღამე მიიწურა ცრემლით,
წვიმამ ჩაანაცვლა მთვარე,
ქარი გადაიქცა ელვად...
წავალ...გადავუვლი წამებს...

იქნებ გამიტანოს ბარემ...
გარდავიცვალო და მორჩა,
ეს დღე არ მინდა და ხვალის,
როგორ ავიტანო მოსვლა...

...ჩვენ ბოროტისაგან..ამინ
ასე დავასრულე ლოცვა,
სკამზე ჩამოვჯექი კალმით,
მერე გამახსენდა კოცნა.

შეშლილს დამავიწყდა ყველა,
წერას გადავყევი ბარემ...
მაინც აღარ გერქვა ჩემი...
რაღა აზრი ქონდა მოცდას...



№1 სტუმარი l,m not sick

ოჰოჰ
დამიარა ჟრუანტელმა )))

 


№2  offline წევრი Steppenwolf

ხო <3 )))
--------------------
მიაძაკი

 


№3  offline მოდერი bla.ell

l,m not sick
ოჰოჰ
დამიარა ჟრუანტელმა )))

დამცინე://...მადლობა://
ნონორე.
ხო <3 )))

რა სიტყვა ძუნწი ხარ:/...❤❤❤

 


№4 სტუმარი l.m not sick

l,m not sick
ოჰოჰ
დამიარა ჟრუანტელმა )))


ამმ მგონი არასწორად გაიგე :/

 


№5  offline მოდერი bla.ell

l.m not sick
l,m not sick
ოჰოჰ
დამიარა ჟრუანტელმა )))


ამმ მგონი არასწორად გაიგე :/

ახლა მგონი გავიგე და ამოვისუნთქე...ცოტა სარკასტულად გამოვიდა ეს "ოჰ ოჰ" იმედია რაც ვიფიქრე ის არაა თორე მართლა შევეშვები ამის წერასაც

 


№6 სტუმარი l,m not sick

bla.ell
l.m not sick
l,m not sick
ოჰოჰ
დამიარა ჟრუანტელმა )))



ამმ მგონი არასწორად გაიგე :/

ახლა მგონი გავიგე და ამოვისუნთქე...ცოტა სარკასტულად გამოვიდა ეს "ოჰ ოჰ" იმედია რაც ვიფიქრე ის არაა თორე მართლა შევეშვები ამის წერასაც



მართალიაა მე'ც ცუდად გამომივიდაა
არ შეეშვაა,არააა

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

შეშლილს დამავიწყდა ყველა,
წერას გადავყევი ბარემ...
მაინც აღარ გერქვა ჩემი...
რაღა აზრი ქონდა მოცდას...

 


№8 სტუმარი Guest ნენე

ავტორო, სახელი და გვარი? თქვენი..
გაგვანდეთ :დ

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კარგი სიტყვებია

 


№10 სტუმარი mware

ჰაიტ!ბლა ბლა

ფორმაში ხარ!ყველა სეზონზე

ნეტა მიცნობს??

 


№11 სტუმარი mware

ხოხ!დროა დატოვო ბუდე.დროა გამოცვალო ვარსკლავები...რა დაგავიწყებს ჩემთავს

Feisze ver gipove...

 


№12  offline მოდერი bla.ell

REZI DA GIORGI,BICHEBO DZALIAN DIDI MADLOBA ASETI SHEPASEBISATVIS❤❤❤

 


№13 სტუმარი ნოე

ხო,აი,სხვებიც ვნახეე
და
იცი?
ჩათვალე რომ არაფერი არ დაგიწერიააა ამააზე უკეთესი...
ბათუმელო ელი :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent