შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულს გაფიცებ ...


7-06-2017, 02:26
ავტორი rainey
ნანახია 2 529

სიყვარულს გაფიცებ, ამ ზეცას გაფიცებ,
უშენოდ არასდროს დატოვო ფიქრები
მე ვერ დავამტკიცებ, კვლავ ვერ დავამტკიცებ
თუ მაინც დამტოვებ, - რომ კვლავაც ვიქნები..

ამ სიზმრებს გაფიცებ, ამ ფიქრებს გაფიცებ!
კვლავ აღარ დატოვო უშენოდ სიტყვები
რადგან მე უშენოდ, რადგან ჩვენ უშენოდ,
ვმუნჯდებით, ვბლუვდებით, ვიწვები.. ვიშლები..

დამიცდი სამყაროვ? დამიცდი? კვლავ შევწვდეთ
უფსკრულის ფერებად დანთებულ ცისკარებს
ჰაერად დაგხვეწავ, სულს შენზედ ვასუნთქებ
და ბოლოს მივწვდები გაღებულ ცის კარებს....

მიყვარდი? სამყაროვ... გითვლიდი იებად..
ჩაწნული ფიქრები თავს აღარ მანებებს...
დაგკრებ ჩემს სიზმრებად... და მინდვრის სხივებად...
ვერ შეგადარებ სხვას.. ვერ შეგადარებ სხვებს...



№1 სტუმარი l,m not sick

ლამაზი ლექსია

 


№2  offline წევრი rainey

l,m not sick
ლამაზი ლექსია

მადლობა<333

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

მიყვარდი? სამყაროვ... გითვლიდი იებად..
დაგკრებ ჩემს სიზმრებად... და მინდვრის სხივებად...

 


№4 სტუმარი тина

აღმოგაჩინეთ გივი ალაზნისპირელთან და ახლა ვთბები თქვენი ნაღვაწით,
მადლობა უფალს ამ დილისთვის????✨????
მადლობა შემოქმედებისთვის????????????
დღეს მირქმაა - გილოცავთ✨????????☺️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent