შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმედების ზღვა


12-06-2017, 22:55
ავტორი crazy girl sofi
ნანახია 1 712

აქ ისევ დრო გარბის და ვხვდები,
რომ უმნიშვნელოა, ათასჯერ ჩავარდნილი ცდები..
თითქმის ყველაფერი დავკარგე და რაღა დამრჩა სხვა?
მხოლოდ შენ არსებობ დღეს და ჩვენი იმედების ზღვა...
მე დღეს აქ იმედებით ვარ სავსე - თუ გაგიკვირდება,
გეტყვი რომ ბევრი გავმაზე, მაგრამ ვდგავარ ამ გზაზე.
რასაც შევალიე წლები, თუ ვინმე დაუფიქრდება
ნახავს რომ იგივე ვარ ისევ, რადგან ვერ ვიცვლები...
მე ისევ პესიმისტი ვარ, მაგრამ წინ მივიწევ და ფრთებს ვშლი
და არ მჯერა რომ თავისუფლებაა მხოლოდ მთებში,
რადგან შენით ვსუნთქავ დღეს
- მკერდში ათასჯერ ფეთქვით
ჩემგან თუ სულ სხვა რამე გსურს
- რა გინდა ამაზე მეტი?!
მე რაც შემიძლია დღეს, ყველაფერს ვაკეთებ მაქსიმუმს
ბევრსაც ამის შურს,
რომ დავიწყო ჩამოთვლა.. მეტი, რა მაქვს?
რაც ცივ დეკემბერში მათბობდა, ისევ ის ზმანები
და რაც მთავარია ისევ გულწრფელი თვალები...
აქ თავს
სხვაგვარად ვერც ვარჩევ..
მინდა მაგრამ ვერ ვაჩვე
ვებრძვი კვლავ ჩემს ხასიათებს,
თუ არ შემიწყობს ხელს, უარესად დამიმატებს
წავალ და ძებნას დავუწყებ!
-უკეთეს ვარიანტებს...
მაგრამ არც ბევრი მაქვს დრო, ისევ რომ გავფანტო რაში?!
ან რისთვის დავიკარგო, თუ არავინ შემხვდება გზაში?!...
და თუ კი წავალ, მხოლოდ შენს ცხოვრებას წავიღებ ბარგად
რადგან სხვა არავინ და არაფერი მჭირდება საგზლად...
მე ისევ ვატარებ ცდებს და ხშირად ასე მგონია..
რომ რაც არ მქონია აქამდე, ალბათ არც მექნება არასდროს,
ჩემთვის ძვირფასი წამები, ისევ ტკივილების დროს მიაქვს
და თქვენ კი არა, ზოგჯერ ფეხებზე ვკიდივარ სამყაროს...
მე დღეს ვცდი - ხვალისთვის არ არის დრო,
თუ შენ მცდი - გაქცევა რომ დავაპირო
არ გაგიკვირდეს, იმედი თუ გამიცრუვდა..
ალბათ არ ველოდი სიშორეს - ჩვენ ხომ უფრო მეტი გვსურდა?!
ჯერ მხოლოდ მიზნებს შორის შენ ხარ - პირველი სამიზნე
და რადგან შენც იცი რომ არაფერი დამრჩენია სხვა,
ვიცი რომ შეგიძლია, მეტი მონდომებით გარისკე!
სანამ ჩვენში არ დამშრალა ეს იმედების ზღვა...

აქ ისევ დრო გარბის და ვხვდები,
რომ უმნიშვნელოა, ათასჯერ ჩავარდნილი ცდები..
თითქმის ყველაფერი დავკარგე და რაღა დამრჩა სხვა?
მხოლოდ შენ არსებობ დღეს და ჩვენი იმედების ზღვა...



№1  offline წევრი crazy girl sofi

eremar
არა არ ვარდგა პესიმიზმი...
როცა გიყვარს უნდა იბრძოლო, ყველაფერი გააკეთო იმისთვის რომ მასთან იყო. არაფრის უნდა შეგეშინდეს, უკან არ დაიხიო და თამამი ნაბიჯები გადადგა მისკენ მიმავალ გზაზე.
იმედი არასდროს დაკარგო, ღმერთი ყვეალფერს ხედასვ და დაგეხამრება, მტავარია სენ გჯეროდეს მისი. წარმატებები, ჩემო კარგო:*:*:*

და მაინც ძნელია როცა უყურებ რომ უყვარხარ როგორც მეგობარი და ხედავ როგორი ბედნიერია სხვასთან მისი ბედნიერება გახარებს თუმცა მაინც გულის სიღრმეში გტკივა რომ ის შენთან არაა... მადლობა საყვარელო kissing_heart

 


№2  offline მოდერი Giorgi Uertashvili

ძალიან კარგი და ლამაზი ლექსია. უფლება არ მაქვს გითხრა რატოა პესიმიზმითქო იმიტომ, რომ ჩემი ლექსებიც პესიმისტურია(ყველა რომელიც სიყვარულს ეხება) ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ. შესაბამისად ლექსსაც ეტყობა რომ გრძნობითაა დაწერილი heart_eyes heart_eyes heart_eyes საქართველოში რომ ახალი პოეტებით და საერთოდ პოეზიით იყოს ხალხი დაინტერესებული, შენ ერთერთი ყველაზე ცნობილი იქნებოდი heart_eyes heart_eyes heart_eyes
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

მხოლოდ შენ არსებობ დღეს და ჩვენი იმედების ზღვა...
იმედი არის ის რაც ადამიანს ასაზრდოებს, უკეთესი დღის გათენების, სიყვარულის, სიკეთის და მომავლის...
თუ გწამს გჯეროდეს....
ის აუცილებლად მოვა

 


№4  offline წევრი crazy girl sofi

Giorgi Uertashvili
ძალიან კარგი და ლამაზი ლექსია. უფლება არ მაქვს გითხრა რატოა პესიმიზმითქო იმიტომ, რომ ჩემი ლექსებიც პესიმისტურია(ყველა რომელიც სიყვარულს ეხება) ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ. შესაბამისად ლექსსაც ეტყობა რომ გრძნობითაა დაწერილი heart_eyes heart_eyes heart_eyes საქართველოში რომ ახალი პოეტებით და საერთოდ პოეზიით იყოს ხალხი დაინტერესებული, შენ ერთერთი ყველაზე ცნობილი იქნებოდი heart_eyes heart_eyes heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა შენ არიცი როგორ გამახარე შენი კომენტარით და შენი სიტყვებით ❤️

terooo
მხოლოდ შენ არსებობ დღეს და ჩვენი იმედების ზღვა...
იმედი არის ის რაც ადამიანს ასაზრდოებს, უკეთესი დღის გათენების, სიყვარულის, სიკეთის და მომავლის...
თუ გწამს გჯეროდეს....
ის აუცილებლად მოვა


მადლობა საყვაელო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent