შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღვთის უახლოეს სამოსახლომდე


18-06-2017, 15:46
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 402

აშრიალდება გოდებად ქარი,
აწრიალდება, ვითომ არ იცის,
შემოგეფარა და ხელი ჰკარი,
და დაესვენა გულზე დაისი.

არც სიცოცხლეა და აღარც ლექსი,
ყიჟინა გასტეხს დამბაჩის ქუხილს,
აგერ ღირსებაც ჩაჰკეცეს ექვსი,
შურისძიება შეჰმატეს წუხილს.

არ იყო ცეცხლი, მკვლელი ქაოსი,
დასისინებდა მოკვდავთა შორის,
და ბასილევსის სხეულს დაოსილს,
ჯოჯოხეთის გზა გადევლო შორი.

არ მაქვს გრძნობები და ხასიათი,
ისე გაშავდა მთელი სამყარო,
ყიას ედ დინი მომდევს სიათით,
რომ ნადირ შაჰი დაასაპყაროს.

მივათრევ უბით თემზის ნაპირებს,
სინდისის ძარღვი არც კი სველდება,
მკვლელებმა მეფე გაინაპირეს და
საკურთხეველს ჩასწნეს სედებად.

მივიწევ, უკუნს არ უჩანს ზღვარი,
კიდევ მილია სულთან ახლომდე,
გალეულია ბედის სამძღვარი,
ღვთის უახლოეს სამოსახლომდე.



№1  offline მოდერი bla.ell

კარგი ლექსია:))♥

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მიხარია რომ მოგეწონა )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent