ერთხელ ჯოჯოხეთში
წლები გადამტყდარან ათას'წლეულებად მიწურულ ნოემბრის სუსხიან შესა'ყართან. ყოველ ჯვარცმას და ღალატის კართან თავიდან სტკივა და სისხლი წვეთს ჯვარზედ, საუკუნეებად. ახლა თუ არადა როდის მომიტევებ ? ახლა თუ არა და როდის?როდის მიპასუხებ?! შორს... ცის ჰორიზონტზე... სასუფეველში მიწის გასაყართან, ღრმა მორევში. ნუთუ ვერ ავცდები შენს რი'სხვას ნუთუ მე დამტოვებ მიწის მიჯნას. ვირეოდი დროში. _ნუთუ გადავრჩები ამ ომში?! ************************** უკანასკნელი რაც გავიგონე იყო ზარები. მერე შევაღე მე ჯოჯოხეთის ფართო კარები. და დავინახე აღმართული ცეცხლის სარები!! და გასასვლელი იყო ფარები'თ. მახსოვს ირეოდნენ დე'მონები. და მახსოვს უცხო ხმა _ამათ ნუ ე'მონები! ქვემოდან ამოსული ხმლები, და არაადამიანური შემზარავი ხმები. მახსოვს ჩემი მოთქმა _აქ რაღა მინდა? და ისევ ის ხმა _ნუთუ წასვლა გინდა?! _ვის ვესაუბრები? მაგრამ ხმა გაწყდა. უკუნუთში ყველა დემონი გაქრა, წამიერად ხმა კვლავ გაჩნდა. მაგრამ წამიერად... და ისევ ჩაწყდა, ადამიანები ჩამოყარა ცეცხლში გემმა ახლა დამეწყება თვით'გვემა... ნათლად დავინახე სამყაროს ფერი, ნუთუ ისაა ლუცი'ფერი? ან იქნებ ცისა და მიწის უფალი_ღმერთი სამოთხის მეფე მხოლოდ ის ერთი. ფიქრები გამიპო ყვირილმა. მახსოვს კუთხეში მიმჯდარი, როგორ ტიროდა სატანა. და ხმა _ ჰო, არც მას შეუძლია თქვენი ატანა. ისევ ის კითხვა წარმოვთქვი ხმამაღლა _აქ რატო ვარ? აქ რამინდა? _ნუთუ დაიღალე ?ნუთუ წასვლა გინდა? ხმა ისევ ჩაწყდა. ისევ ყველა გაქრა ისევ ზარები ისევ ზარები და ჯოჯოხეთის ფართო კარები ისევ დე'მონები ისევ ვე'მონები ისევ გემები და ისევ მონები. ფერები ლუცი'ფერები ყურებზე მიფარია მაგრად ხელები რომარ გადავვარდე მიჭერენ კედლები. ცაში აღმართული დიდი სვეტები. _ თვალი გაახილე! ნაცნობი ხმა _დედა?... შორს... ცის ჰორიზონტზე... სასუფეველში მიწის გასაყართან, ღრმა მორევში. მე ავცდი შენს რი'სხვას მე არ დამტოვე მიწის მიჯნას. და გავიგონე ისევ ზარები! ბოლოს რაც მახსოვს_გამოვედი და გამოვიხურე ჯოჯოხეთის ცხელი კარები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.