სიმართლეს, როგორც დასაკრძალ ცხედარს
დროა ჩაბარდეს არყოფნის სევდა გარდასულ დღეთა მემატიანეს. სიმართლეს, როგორც დასაკრძალ ცხედარს, მოასვენებენ მეზღაპრეები. მოასვენებენ და ფართო ქუჩას უფრო და უფრო ამცირებს ხალხი. და პირი ზეცას აკრული უჩანს, არ წვიმს და მაინც ღრუბლების თალხი მოსავს და ქარი ვივალდის ზამთარს უკრავს, სითეთრე მჭრის მშიერ თვალებს. სიმართლეს, როგორც დასაკრძალ ცხედარს პარაკლის ვუხდი, და როგორც ვალებს ვისტუმრებ ისე სტუმრებს, ვინც შეძლო და ჩემთან სუფთა გულით მოვიდა. დროა, სიმართლით ცხოვრება მეყოს, დროა დავბრუნდე სხვისი ომიდან. და ჩემში მყოფმა არყოფნის სევდამ იწყოს ტრიალი, მორევმა როგორც. და ამ ლექსს, როგორც დასაკრძალ ცხედარს, მოგიტან, რათა სიმშვიდე მერგოს. ავტორი: კონსტანტინე იამანიძე (ჩემი უსაყვარლესი თანამედროვე პოეტი) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.