შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა უბრალოდ წვიმდა


22-06-2017, 20:11
ავტორი სანდრო 23
ნანახია 2 430

ერთ დროს მღელვარედ მე შენ მიყვარდი,
როდესაც ზეცა ტირილებს ცრიდა,
ოდესღაც ნაზად რომ შემიყვარდი,
ოდესღაც, როცა უბრალოდ წვიმდა.

შემდეგ სიტყვებმა შენი ღიმილი,
სიწმინდის დარად აამწვერვალა,
როდესაც ნაზად მე შეგიყვარე,
და დაგისახე უგრძეს მწვერვალად.

შენ მაშინ იყავ ნორჩი და ლაღი,
ცხელი ღიმილი გიხსნიდა ბაგეს,
ოდესღაც როცა ჩემს გუში დაღი,
ლექსის ხელებმა უჩემოდ ნახეს.

მარად სულს უქრის შენი ღვთაება,
ამ შემოდგომას მიყვარდი ისევ.
(გულს მწველ ტკივილად რითმა დაება,
და შთაგონებაც, ასე თუ ისე),

შევიგრძენ მყისვე ამბორი ნაზი,
მზიან ზაფხულის, ივლისის წიაღ,
შენ გამშვენებდა სინედლე ვაზის,
და სიანკარე ქალწულის დიახ!

შენ უკვდავება გემოსა კაბად,
და სიავკარგე მოგდგამდა ღვინის,
მაშინ როდესაც შევიქენ ხარბად,
ზაფხულის ცამეტ ან თორმეტ ივლისს.

ერთ დროს მღელვარედ მე შენ მიყვარდი,
როდესაც ზეცა ტირილებს ცრიდა,
ოდესღაც ნაზად რომ შემიყვარდი,
ოდესღაც, როცა უბრალოდ წვიმდა.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

შენ უკვდავება გემოსა კაბად,
და სიავკარგე მოგდგამდა ღვინის,
მაშინ როდესაც შევიქენ ხარბად,
ზაფხულის ცამეტ ან თორმეტ ივლისს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent