შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იაზონის ეპოქა


23-06-2017, 09:00
ავტორი ნანუ
ნანახია 1 396

იაზონი დამჯდარა და უფიქრია ერთხელ,
საქართველოს დავიძრები ვივლი ღელე-ღელე,
ჩამოვიტან ოქროს საწმისს გავახარებ ბიძას,
იქნებ მერეღა მაღირსოს ტახტი მან მეფისა.

გაეშურა იაზონი თურმე ფაზისიკენ,
არგონავტებს აღუმართავთ იალქნები ისევ,
იაზონი გადაჰყურებს ზღვას ფირუზად აჭრილს,
იმედოვნებს -მე მოვუგებ საქართველოს არწივს.

მაგრამ ასეც ნუიჩქარებ ახალგაზრდავ ჩვენო,
მეფე გელის გამჭრიახი , შენ ტახტის მსურველო,
დაგახვედრებს ხარებს, მხედრებს და სულ ბოლოს საწმისს,
შენი სულის წადილი,ხომ მის პოვნაში არის.

გაიბრძოლა ,თურმე აქაც ჩვენმა იაზონმა,
მაგრამ განა სამართალით მოიპოვა გმობა,
გადაწყვიტა ეთამაშა უსამართლო გზებით,
მედეა კი გამყიდველი მიეხმარა „ხმლებით“.

კარგი ფანდი მოიფიქრეს ამ გვრიტებმა ერთად,
მამას ქალმა გამოსტაცა ეს საწმისი ხელად ,
უსამართლოდ მოიპოვა იაზონმა იგი,
მედეაც თან წაიყვანა, ჩაანგრია ხიდი.
ბედნიერად მიდიოდნენ ჩვენი ფანდისტები*
ბედნიერი სახეებით და წყლიანი გზებით,
მაგრამ განა დიდხანს გასძლო მათმა სიხარულმა,
იაზონმა მიატოვა ქალი მარტოდ, ობლად .
გამწარებულმა მედეამ ესღა მოიფიქრა,
მისი სატრფოს მომავალ ცოლს შხამი დაუმიზნა,
მოსასხამი მოუსხია იმ ქალს მშვენიერი,
მოსასხამით წასულიყო თურმე მისი დღენი.

იაზონი გააფთრებით ეძებდა მედეას,
მაგრამ უკვე გვიან იყო წარვიდა მედეა!
გადაეშვა სამუდამო უკვდავების ზღვაში,
კვლავაც შეხვდა მოხუც მამას კეთილს ხელებგაშლილს.

მამამ კითხა : შვილო ჩემო ,რათა ჰქენი ესე
რათ გასწირე საქართველო და მადლი აღკვეცე
შვილმა უთხრა: მამავ ჩემო სიყვარულმა იცის,
ჩემს აჩრდილს ისიც ეყოფა ,რომ საზარლად იწვის.

განისვენა მედეამ და განვლო ბევრმა წელმა,
მის ლეგენდას დღეს ეწოდა იაზონის ერა,
თუმცა განა სამართალი არს ამაში რამე?
უსაფუძვლოდ მოტყუებულს ცრემლით გავეპარე.
----------------------------------------------------------------------------------
ფანდისტები-იგივე მატყუარები



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

გაეშურა იაზონი თურმე ფაზისიკენ,
არგონავტებს აღუმართავთ იალქნები ისევ,
იაზონი გადაჰყურებს ზღვას ფირუზად აჭრილს,
იმედოვნებს -მე მოვუგებ საქართველოს არწივს.

 


№2  offline წევრი ნანუ

terooo
გაეშურა იაზონი თურმე ფაზისიკენ,
არგონავტებს აღუმართავთ იალქნები ისევ,
იაზონი გადაჰყურებს ზღვას ფირუზად აჭრილს,
იმედოვნებს -მე მოვუგებ საქართველოს არწივს.

იმედია მოგწონათ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent