დაკარგული ნააზრევი
ივნისის განთიადზე ცამდე აწეული ხელებს გადაუშლის მზის სხივებს, მერე შებრუნდება სახით ოთახისკენ ვნებით შეასწორებს სავარძელს, 3-ის 9 წუთისთვის კაბით მოხდენილი,ჭიშკართან ეგებება საყვარელს და მისეული ნაზი სილუეტით ოთახს უბრუნდება ორთავე. ლოდინით დაღლილი რბილი სავარძელი ერთი ამოსუნთქვით ნებდება და გადაჯაჭვულ ჩუმი წყვილისათვის ჭრაჭუნის აღმოხდომაც ებნევა. გვერდზე გაპარული მზერა აღგზნებული გზაში შეხვედრია ერთადერთს ძალა წართმევია თავის შეკავების და ნატვრას დაჰყოლია ნატანჯველს. წლების ოცნებების უცებ ახდენებით წამში დაღვენთილი გულები, სხედან სავარძელზე გარინდებულები თვალებით კამათობენ ორთავე, არა,რას ვჩადივართ ჩვენ ხომ ქალები ვართ წადი თორემ ვკარგავ ნააზრევს. ასეთი სიყვარულის ღმერთო მაპატიე და მე მონად ვიქეც სულამდე როცა ერთი გული წლობით ნატვრას იტევს ეს ხომ ოცნებაა პირთამდე. ასე გაყალბებულ ფუჭი გრძნობით სავსე ხალხის ნაფეხურებს ვამოწმებ და გულს უხარია რომ იქ, სავარძელზე ნამდვილი სიყვარული ნეტარებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.