ალბათ სიყვარული სხვა არი უფრო..
გეტრფი და.. მხოლოდ მიყვარდები ხანდახან, ღამით.. გეტრფი და.. უშენოდ არ დამაქვს არცერთი წამი.. გეტრფი და.. ვეღარ გეუბნები რა დამრჩა გულში.. გეტრფი და.. როგორ მენატრები ამ სიყვარულში! ჩუმად ხარ.. მაინც, შეუმჩნევლად სიღრმემდე აღწევ.. ჩუმად ხარ, ვიცი, რომ ვერაფერს ვეღარ მიაღწევ.. გაჭირდა... ახლა გაგიცანი ფიქრებით სავსემ გაჭირდა, რადგან სიკეკლუცით ერთობ ამავსე... მიყვარხარ? ალბათ სიყვარული სხვა არი უფრო.. თუ სხვა ხარ?.. მაშინ სიყვარული გრქმევია ჩემი.. მიყვარხარ.. ალბათ სიყვარული მოვიდა ცუდ დროს.. შენა ხარ!.. ჩემი სილაღე და ჩემი ედემი.. მიყვარხარ? ალბათ სხვა რამ ჰქვია გაჩენილ გრძნობას.. სადა ხარ? რომ თქვა მიყვარხარო, ვერ დაგიჯერებ! გავა დრო.. და შენც გაუდგები სხვა გზით მგზავრობას.. გავა დრო.. და გადავეყრებით სხვაგვარ სიხელეს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.