შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამიმსახურე


29-06-2017, 18:03
ავტორი ფერსა
ნანახია 1 626

შეიძლებოდა რომ შეცვლილიყო
ფიქრები ახლა დარდს რომ ახურებ
მე შემიძლია ისეთი ვიყო
შენ რანაირსაც დამიმსახურებ.
ვიქნები თუნდაც გაფრენა წამის
წარსული დროის... არდაბრუნების
და შენი გულიც... რომ გასკდეს ლამის
და ფოთოლცვენაც წესი ბუნების.
შენ თუ ისურვებ ვიქნები ნოტი
შენთვის ნაცნობი მელოდიიდან
გაუგზავნელი წერილიც წლობით
რომ ელოდება მკითხველს დილიდან.
ვიქნები შენი ყოველი დილა
ბანალური და ჩვევად ქცეული
ასწლოვანი ხეც რომელიც ჩრდილავს...
ფურცელნაკლული ძველი რვეულიც...
მოგონებები ვიქნები ძველი
აგიშლი ფიქრებს დარდის მსახურებს
ბნელში ვიქნები გაწვდენა ხელის
ან "შენ როგორსაც დამიმსახურებ"



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

მოგონებები ვიქნები ძველი
აგიშლი ფიქრებს დარდის მსახურებს
ბნელში ვიქნები გაწვდენა ხელის
ან "შენ როგორსაც დამიმსახურებ"

 


№2 სტუმარი l,m not sick

მძიმე-იცი რა არის?

 


№3  offline წევრი ფერსა

Eremar გამოდის რომ ვერ მიხვდი რაც წერია მაგ ლექსში

 


№4  offline წევრი მზისა

Me.momewona.zaloan da sulac ar vtvli mzimis aucileblobas, umzimodac mshvenieria

 


№5  offline წევრი tatiko.1995

Kargi iyo dzan

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent