შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს ხელში ბიბლია


1-07-2017, 10:22
ავტორი ფერსა
ნანახია 2 342

მე და შენ ვსაუბრობთ სხვადასხვა ენაზე
და მაინც რამდენი საერთო გვქონია
რაც შეეხება საუბარს რწმენაზე
აქაც გვაქვს საერთო მე ასე მგონია.
ჩემია ისლამი... ვადიდებ მუჰამედს
შენია ქრისტე და ჯვარია სიმბოლო
ვინახავ "რამაზანს" ვუჩივი თუმცა ბედს
ინახავ "მარხვას" და იხსნილებ თვის ბოლოს.
შენია "ფსალმუნი"... ლოცვანი... ბიბლია
ჩემია "ჰადისი" "სურა" და ყურანი
სხვადასხვა რწმენასაც თავისი ხიბლი აქვს
რომ რამე გვანსხვავებს ნუ იტყვის ნურავინ.
რისკია შენს გამო ვეომო ქართველებს
და მაინც წაგიყვან ცხენების ჭენებით
დღეს შენი ღიმილი იარებს ამთელებს
მიმყავხარ სხვა რწმენის... ალლაჰის ხსენებით...
გერჩივნა შენს კართან ღამე რომ მეთია
დავმარცხდი ათასი ომების მნახველი
და ვიცით ორივემ რომ ღმერთი ერთია
უბრალოდ დავარქვით სხვადასხვა სახელი.
მერე რა ვსაუბრობთ სხვადასხვა ენაზე
სხვადასხვა ენებსაც თავისი ხიბლი აქვს
მერე რა თუ კი ვართ სხვადასხვა რწმენაზე
ჩემს ხელში ყურანი შენს ხელში ბიბლია



№1 სტუმარი Dragons

საააააასწაულიააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent