შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე წავედი


1-07-2017, 22:43
ავტორი მზისა
ნანახია 2 375

ე წავედი დაიფერფლა ყველა ნატვრა
ყველა წამი დაიკარგა უცებ,
"მე წავედი" ვთქვი და თითქოს გაქრა
რაც იყო და რაც არ იყო ისიც.
"მე წავედი" ვთქვი და გულში ჩამწვდა
ტკივილის და სიმარტოვის განცდა,
იქ დამთავრდა ან დაიწყო რაღაც,
ან ორივე მაგრამ ცუდად ვიცი.
მე წავედი. გამიხსენებ ალბათ
"არსებობდა ჩემთვის ქვეყნად ვიღაც,
მაღმერთებდა, მე ვერჩივნე ყველას,
ჩემთან ყოფნა, სიყვარული სურდა"
გამიხსენებ ვიმედოვნებ მაინც,
ერთხელ მაინც მადღეგრძელებ სადმე,
ალბათ იტყვი გაუმარჯოს წამებს
ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ნარეკს.
მაგრამ ვიცი გაიხსენებს ასეც,
არსებობდა ვიღაც ქვეყნად, ვიღაც
ვინც შეგფიცა სიყვარული მაგრამ
შეგატოვა და წავიდა ასე.
გაიხსენებ იმ ტკივილსაც მისგან,
რომ შემოგრჩა სამახსოვროდ სულში,
მაგრამ მაინც მე ვიფიქრებ ასე
სადმე იტყვი ჩვენ გვიყვარდა ცამდე.
შენ მიწოდე სიბინძურე ,ვიცი
აფერისტი, მატყუარა, მხდალიც
სიყვარული შემოგფიცე ერთდროს
შეგატოვე და წავედი ასე.
მე წავედი მაგრამ მოგთხოვ მაინც,
გამიხსენე წამით მაინც, მაინც
გაიხსენე ცხოვრებში ერთხელ
აფერისტიც რომ გიყვარდა ცამდე.
გაიხსენე ჩხუტება, კოცნა,
გაიხსენე ჩვენთვის კარგი სიტყვა,
გაიხსენე რომ ვამბობდით ასე:
"ჩვენ ვართ მზის და მთვარის იქით სადმე"



№1  offline წევრი Marikuna Xd

ჯდები და ხვდები სიტყვა ზედმეტია
ის გოგო შენთვის წარსულზე მეტია .. no_mouth

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent