შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და მერე ერთხელ შენც გამიხსენებ


26-08-2015, 23:56
ავტორი Anna)))
ნანახია 3 223

,,გული დაეღალა ,მალე მოკვდება''-
ამ ღამით უთხრა ექიმმა დედას,
არ ვიცი სული ჯერ სად მოხვდება,
ჯანდაბას თუნდაც გეენა ერქვას.
მერე ვითომ და დამიტირებენ,
მოიწყენენ და გლოვას შექმნიან,
ქვაზე დახატულს გამიცინებენ,
ჩემს შესანდობარს უფალს ეტყვიან.
და მერე ერთხელ შენც გამიხსენებ,
როგორ მიყვარდი თავდავიწყებით,
ჩემს თვალებს ჩემს ღიმილს კვლავ გაიხსენებ,
მე კი შენს გვერდით აღარ ვიქნები.
მერე მოხვალ და ვარდებს მომიტან,
მომეფერები ქვაზე დახატულს,
ციდან უნაზეს სიზმრებს მოგიტან,
მაინც უჩემოდ ხვდები გაზაფხულს.
დე,ვიცი მითხრეს მოვკვდები მალე,
მას გადაეცი მიყვარდა როგორ,
რომ ვერ ვივიწყებ თაფლისფერ თვალებს,
და რომ აღარ ვარ არ უთხრა ოღონდ.
დე,არ იტირო ჩემო პატარა,
თუკი შეწყვიტა ფეთქვა ამ გულმა,
ბედმა უაზრო გზებით მატარა
მერე დამტანჯა ჩემმა წარსულმა.
,,გული დაეღალა,ვეღარ იცოცხლებს''
ამ ღამით გითხრა,დე, იმ ექიმმა,
დე,აღარ მინდა ქვეყნად სიცოცხლე.,
დე,მე ათასჯერ გული მეტკინა.

ანა ზეიკიძე
ძალიან ძველი ჩანაწერი )



№1  offline წევრი maridb

მომეწონაა))<3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№2  offline წევრი Anna)))

maridb
მომეწონაა))<3

მადლობა ♥
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№3  offline ადმინი შამანი

კარგი იყო, ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent