შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თემო შენგელაია


6-07-2017, 00:06
ავტორი nqv
ნანახია 6 509

შენ წახვალ შორს და ამინდებიც აირევიან
და მე დავრჩები, როგორც შორი, გაღმა ნაპირი,
გამიჭირდება,
გეფიცები, თანაც ძალიან,
მაგრამ არაფერს გაგრძნობინებ, როგორც დაგპირდი...
აქეთ ზამთარი შემოდგომის გარეშე დადგა
და არაფერი, სიცივეა გარეთ, შიგნით და
მე ყველაფერი გაპატიე სიმშვიდის გარდა
რადგან ასეა, არ უხდება წასვლას სიმშვიდე.
წახვედი, თითქოს მიაბიჯებ რაც დაგრჩა ღონე,
მე დავრჩი მარტო, სულ მარტო და შენია ბრალი,
რომ ჩემი სული იმ ნაფრესკალ კედლებს მაგონებს,
სადაც ოდესღაც იყო ღმერთი და აღარ არის..
და არავინ მყავს მაშინ როცა რაიმეს ვებრძვი,
როდესაც მიჭირს, როცა მტკივა, ვრჩები ობოლი,
მე ღამღამობით თვალებს უკან ვიფატრავ სხეულს
და ვუშვებ იმ სულს თავის დროზე შენ რომ ცხოვრობდი...
მოვიდა თოვლიც,
შენი ძველი ნაცნობი მოკვდა!
და ხართ ორივე ჩემში მკაცრად სიცივე და შენ
ჩემი თავი კი (მითუმეტეს) არა ვარ როცა
ღმერთის ზურგს უკან ყოველ ღამე ვისერავ მაჯებს
და გამწირე რომ ჯერ არ გათხრილ საფლავში ვიწვე
და მარტოობის უფსკრულიდან გადმომახედე
და უშენობით ჟანგბადიც კი ვერ ავსებს ფილტვებს,
და რაც წახვედი მიწისფერი მადევს სახეზე...
და ხარ წარღვნისთვის გაჩენილი პატარა ღელე
ისე ნაცნობი და უცნობი - როგორც ბიბლია
მე ვეღარ გიტან, გეფიცები ყველაფრის მერე
მაგრამ გაშვება? ჯვარს რომ მაცვან არ შემიძლია...!



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

უნიჭიერესია ეს ბიჭი

 


№2  offline წევრი anuki15

Vaimee damajriala geficebi ♥ ukargesi iyo ♥♥

 


№3  offline წევრი nqv

terooo
უნიჭიერესია ეს ბიჭი

კი საოცარია

anuki15
Vaimee damajriala geficebi ♥ ukargesi iyo ♥♥

მეც მის ყველა ლექსზე მასე მემართება,საუკეთესოა

 


№4  offline მოდერი bla.ell

ძალიან გამიხარდა საყვარელი პოეტის ამოკითხვა ძალიან მიყვარს ეს ლექსიheart_eyesდა დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანს ვინსაც თემო შენგელიას პოეზია იზიდავსheart_eyes❤❤

 


№5  offline წევრი nqv

bla.ell
ძალიან გამიხარდა საყვარელი პოეტის ამოკითხვა ძალიან მიყვარს ეს ლექსიheart_eyesდა დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანს ვინსაც თემო შენგელიას პოეზია იზიდავსheart_eyes❤❤

ძალიან დიდი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent