შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთელ სამყაროს შეგიფუთავ სიყვარულით


6-07-2017, 20:27
ნანახია 1 970

მთელ სამყაროს შეგიფუთავ სიყვარულით,
გრძნობის ლენტებს სასაჩუქრედ შემოვახვევ,
ცას შევხედავ ვარსკვლავების აღმაფრენით,
ხელგაშლილი შენს თბილ სახელს დავიძახებ.
„მიყვარხარო“ ამომხდება ვიცი ბოლოს,
გამოვატან მთვარის სხივებს ლექს-ნარითმებს,
სიყვარული არის მერქვას „შენი“ მხოლოდ
და ეს წესი უსასრულო წლებს გაიძლებს.
სიყვარული არის, ვიცი, ის მომენტი,
რომ მოველი როდის მეტყვი მიყვარხარო
და ეს სიტყვა (გეფიცები არ ვამეტებ)
მირჩევნია იმ ლენტშებმულ მთელ სამყაროს!
მაგრამ რა ვქნა, ვერ დაიტევს ამდენს გული
და შეშლილი შეგიფუთავ თვალსაწიერს,
იმ გრძნობებით და იმ სულის სიყვარულით,
ხელგაშლილს რომ აღმა მაფრენს გადამთიელს...
~ბ.ბ.~



№1 სტუმარი Guest მაიკო

რა თბილი, გრძნობამორეული ლექსია.

 


№2  offline მოდერი bla.ell

კარგი რითმა ჰქონდა,ლამაზი და კოხტა ლექსი იყო სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით❤❤კარგად წერ ძალიან,ბრავო!❤❤

 


№3 სტუმარი ელ თე

ნუ რა ნიჭიერი მყავს

 


ელ თე
ნუ რა ნიჭიერი მყავს

ვუიმეე ელ თეე... flushed smile
--------------------
~ბ.ბ.~

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent