12.12
როდესაც სამყაროს საგიჟეთიდან გრძნობებით დაღლილი ყველაზე საიმედო ადგილისაკენ მივემართები,ანუ შენთან ინტერნეტ სივრცეში ჩვენს წარმოსახვით სახლში შენს უზომოდ ნავარჯიშევ და აქ არ არსებულ მხარზე ძალაგამოცლილი მივესვენები.სიყვარულით მორთმეულ უშაქრო შავ ყავას ზიზღნარევი გემო მხოლოდ შენი კოცნის წარმოდგენით უქრება და ვფხიზლდები.შენი კოცნა აუცილებლად იქნება სასიამოვნო დასასრული ამ გაწელილი მარტოობის.ეს ის მომენტია ,როცა საოცნებო ბედნიერებას ვპოულობ.შენ დიდი გამძლეობით მითბობ საყრდენად ქცეულ შენს მკლავს,რომელიც ჩემს ნაწილად შევისისხლხორცე აგერ უკვე მეოთხე წელი გახდება მალე.მე შენმა ადამიანმა ვისწავლე წერა შენზე,ხომ ასე მეძახი... ამ სამყაროში ,რომ ვიპოვეთ შენ ჩემო და მე შენო ადამიანო ერთმანეთი სასწაულის, როგორ არ დავიჯერო ?ომ გამოვლილი ,ყავარჯენ შედგმული სიყვარული გვაქვს და ერთმანეთს დაყრდნობილები ვამაგრებთ სამყაროს ცივი ქარებისაგან ძალაგამოცლილ სხეულებს.შენ ნიაგარას ჩანჩქერთან ზიხარ და მიყურებ მე კი თბილისის მტვრიან ძველ ქუჩაში სადარბაზოსთან შესასვლელ ადგილას შენს წაწერილ სიტყვებს ვაფერადებ ,რომ არ გადახუნდეს,რომ არ წაიშალოს..."ჩვენ გავუძლებთ დროს" და ისტორიას არაფერიც არ დარჩება ,რადგან ჩვენ თავად ვიქნებით ისტორია.ხელს ათასობით კილომეტრის იქითაც არ გაგიშვებ!არასოდეს დაგტოვებ მარტო ჩემო სანუკვარო და ნაოცნებარო შენ ხარ ჩემი ნაოცნებარი სამყარო!
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.