შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ ჩემი თემო..


7-07-2017, 00:32
ავტორი nqv
ნანახია 1 616

სიკვდილის მოსვლა შენი წასვლის მსგავსი იქნება,
მე მოვკვდი შენში და გრძნობები სხეულს უვლიან
ნურავინ მეტყვის რომ ამ ლექსის ტკივილს მიხვდება,
თუ განშორების ცრემლები არ გამოუცდია.
ახლა სიყვარულს აღარავინ აღარ პატიობს,
ჭრელი ფოთლებიც აპირებენ გარდაცვალებას
ჩემს ტკივილებს კი სამყაროსთან სალაპარაკოდ,
აღარაფერი აღარ რჩებათ გარდა თვალების...
იცი ოქტომბერს ჩემს გარეშე პირველად ხვდები,
ყველაზე მეტად რომ გვიყვარდა მოვიდა ის თვეც,
ვწვები და ხელებს ჯვარედინად ვილაგებ მხრებზე,
გეხვევი თითქოს და ვცდილობ რომ არ გამიცივდე...
შენი თვალების გახსენება მაცოცხლებს მარტო,
ვამბობ, ვერ ვსუნთქავ, ვეღარ ვუძლებ იცი იარებს
და გეფიცები ჯოჯოხეთი ქვია ჩემს საწოლს
სადაც უშენო ღამეები გამოვიარე...
ასე ცრემლებით, ტკივილებით გავა დრო მერე,
შენი სურნელი დაეყრება წარსულს ფიფქებად,
შენ დაბრუნდები... დაბრუნდები ვიცი ოდესმე
და სამწუხაროდ ყველაფერი გვიან იქნება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent