შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

''მთელი ცხორვება მხოლოდ შენ მჭირდი''


25-10-2015, 00:11
ავტორი Anna)))
ნანახია 3 686

‘’ყინვა ვარ,
და ვტოვებ ანარეკლს,
მე შენი ფანჯრების მინებთან,
რომ გული უკუღმა გააკრეს,
ჯვარზე და ძალიან მინდება,
გადმოხსნან ის შენმა თითებმა
თითებმა რომლებიც მე მიყვარს,
რომლებშიც ეს გული მითბება,
რომლებიც ტაძრამდე მიმიყვანს.’’ (ნ.ტოტოღაშვილი)
‘’ადამიანი არ არის მთვარე,
რომ
ნახევარიც ეყოს ერთ ღამეს.’’ (ლ.მარგიანი)
’’ გახსენდება, ყველაფერი
და ჭრილობები
ერთმანეთის მიხედვით
იწყებენ სკდომას !’’
‘’ გაიღვიძე
ის , იმდენად ძლიერად
არასდროს გრძნობდა
რომ ეხლა
მალებჩალეწილი
თვალებჩაცვენილი
ხელებგაყინული
ცარიელი არ მიდიოდე
ქუჩაზე სადაც მხოლოდ
ცალხმრივი მოძრაობაა..’’
’’ დაგელოდები! –
თავის ქნევით მპასუხობ რახან
და წამწამებიც სინანულის ფერით მორთულან...
მე მოვალ შენთან!
როგორც...
თოვლი მოვიდა შარშან!
შარშან კი...
თოვლი...
როგორც მახსოვს...
სულ არ მოსულა...’’
’’ მთელი დღეები , გაყინულ ხელებს
ჩაიზე ითბობ
და შენამდე მაინც ვერ აღწევს
სითბო.’’
‘’ ახლა წვიმა წამებივით იმატებს
და მეც ვატყობ სუნთქვა გამიჭირდება,
მე ყველაფერს მხოლოდ შენთვის ვიმეტებ,
თუმცა მაინც არაფერში გჭირდება.
დრო გაიქცა შუაღამით სოროდან,
ურჩი, თანაც გასაოცრად თავხედი,
- შენ..! შეგეძლო ყველაფერი გქონოდა,
თუმცა მაინც არაფრისკენ წახვედი..! ‘’ (ნ.ტოტოღაშვილი)
’’ შენი თვალების გახსენება მაცოცხლებს მარტო,
ვამბობ, ვერ ვსუნთქავ, ვეღარ ვუძლებ იცი იარებს
და გეფიცები ჯოჯოხეთი ქვია ჩემს საწოლს
სადაც უშენო ღამეები გამოვიარე...’’ (თ.შენგელაია)
‘’ დილამშვიდობისა, ჩემო გოგო
მთელი ბავშვობა მოგიკრიფე
გაბნეული მდოგვის მარცვლებივით და
პეშვით გამოგიწოდე
აი, ჩემო სიყვარული
მიიღე როგორც ზამთარს შერჩენილი
ბეღურა.
გაათბე,
მოუარე,
მერე კი ..მშვიდად დაიძინე
რადგან ბეღურები არასდროს
მიფრინავენ ჩვენგან
ღამემშვიდობისა ჩემო სიყვარულო.’’ (გიო არაბული)
‘’ გულის ცემიდან ამოგლეჯილ სიყვარულს გაძლევ,
და დახეული ძარღვებიდან მოცემულ სითბოს,
სანაცვლოდ ვფიქრობ ძალიან ბევრს,
და ცოტას გართმევ...
ჩემთან,რომ იყო...
ჩემთან რომ იყო...’’ (თემო არაბული)
‘’ მე მოვდიოდი...
მაპატიე თუ ვერ მოვედი.
ხანდახან, რაღაც მთავრდება და აღარ იწყება,
და თუ ოდესმე უნდა მოვკვდე,როგორც პოეტი,
ბოლო ჰაერი,შენი ლექსის სუნი იქნება.’’ (თემო არაბული)
‘’თითქოს სათქმელი ამოიწურა,
თითქოს დავცალე ბოლომდე მჭიდი,
არანაირი დაავადება
მთელი ცხორვება მხოლოდ შენ მჭირდი.’’(დ.სულთანიშვილი)
’’ როდესაც ადამიანს შეხედავ და მასში დაინახავ უბრალო ქოხს, რომელიც ბუნებაში დგას, შიგნით კი საოცარი სითბოა ჩატეხილი ფანჯრების მიუხედავად, ის ადამიანი უნდა შეიყვარო’’ (შონ აბრამი )
‘’ გუშინ უშენობით მოვიწყინე,
მერე თეთრ ღამეებს მოვემატე.
აღარ ვიკამათოთ... მომისმინე...
უკვე უსაშველოდ მომენატრე.
როგორ მოწყენილი საღამოა,
რაღაც საწყალი და სევდისფერი.
წავა სიყვარული, აღარ მოვა,
მერე სინანული ვერ გვიშველის.
ჰოდა, სიყვარულსაც უნდა შველა,
ჰოდა, მეც ყოველდღე გინახულებ.
შენ არ მოიწყინო ჩემო ყველავ,
შენთვის ზამთარშიც კი ვიზაფხულებ." (დათო ახლოური)
‘’ - მე შენთან ერთად მინდა .
- თავისუფლება არ გინდა?
- შენთან ერთად ჩემთვის ყველგან თავისუფლებაა.
- რომ წავიდე წამომყვები?
- მე ვერ გადავცურავ ზღვას.
- ვერც მე,ასე კარგად ცურვა არ ვიცი.
- აბა რას აპირებ?
- გადავფრინდები.
- ფრენა უკეთესად იცი?
- შენ ხომ ანგელოზი ხარ,მთავარია,შენი ფრთები ორივეს გვეყოს. ‘’ (ტურაშვილი. ‘’ჯინსების თაობა’’)
‘’ როდესაც ვჩხუბობთ შენ უბრალოდ მტოვებ და მაშინ,
ხომ იცი ასე წასულიც კი ჩემთან რომ რჩები,
და აი ასე დააბიჯებთ ჩემიდან ჩემში
შენ... და ჩემს თვალებს შერჩენილი მცირედი ღმერთი’’ (თ.შენგელაია’’
‘’ სიყვარულს ერთი ლამაზი თვისებაც აქვს – იგი არასდროს ქრება და იკარგება,შვიდი საუკუნეც რომ გავიდეს,ის მაინც არსებობს,თუ იმ შვიდი საუკუნის შემდეგაც არსებობენ ადამიანები,ვისაც სიყვარული შეუძლიათ.” /დათო ტურაშვილი/
’’ მე შემიძლია გიყურო
და ასედაც ვცხონდე.
შენ შეგიძლია მიყურო
და სული მომიკლა.
...
შენ შეიძლება ჩემთან იყო,
ჩემი არასდროს.
მე შეიძლება შენთან არ ვარ,
მაგრამ შენი ვარ.’’ (ნ.ტოტოღაშვილი)
‘’ ,,მთელი ცხოვრება იმდენად მარტო ვარ, ვინმემ რომ გამიღიმოს, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ შევიყვარო. თუმცა მარტოობაც მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მღლის და გამუდმებით ვეძებ ვიღაცას. ვიღაცას, რომელიც მჭირდება ... ’’ (დ.ტურაშვილი )

და ბოლოს , ეს ისე . უბრალოდ მინდა რომ გითხრათ , თქვენ შეგიძლიათ იყოთ ბედნიერები , თქვენ ‘’შეიძლება ‘’ არა , თქვენ ‘’უნდა ‘’ იყოთ ბედნიერები . მე თქვენ მიყვარხართ მერე რა რომ სულ არ გიცნობთ არავის , მერე რა რომ არ იცით ვინ ვარ მე ან როგორი ვარ , მე მაინც შემიძლია გითხრათ რომ ძალიან მიყვარხართ , აი ასე უბრალოდ და უანგაროდ. ‘’ბედნიერება წვიმასავით დაგექცეთ თავზე’’ ...
პატივისცემით , ანა ზეიკიძე )



№1  offline წევრი Anna)))

საშინლად ჩასვეს ყველაფერი )) არადა გამოყოფილი იყო ერთმანეთისგან ) მომიტევეთ
--------------------
ა.ზეიკიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent