შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და თუ გგონია არ მენატრები


7-07-2017, 04:07
ავტორი ლუსია
ნანახია 2 050

ისევ დაიწყებს ფერფლვას გრძნობები
წამის კუთხეში ისევ მოვკვდები
ტვინში ინსტიქტის მკვეთრი ცნობები
დასრულებული სითბოს თხოვნები
შენ თუ გგონია არ მენატრები
ვფიქრობ ამაოდ რადგანაც ვტირი
ღამის თაბახზე კვლავ მეხატები
თუმც გაიცვითა ახლა ის ფირი
გახსოვს წვიმაში ის ჩვენი ვალსი?
თვალ დახუჭული და ღია გული
ახლა იმდენად დამაკლდი თვალში
სიტყვათა ალით დამეწვა სული
ახლა ცრემლები კვლავაც თავისით
გზას იკვალავენ თვალის უბისკენ
და სიმარტოვე ტკბება ხალისით
ისევ მივიწევ ნაცნობი ქუჩისკენ
შენ თუ გგონია არ მენატრები
ისევ შემცდარხარ რადგანაც ვკვდები
საწოლზე შალად კვლავ მექარგები
და ისევ შენივე სურნელით ვთვრები
და როცა ღამე მოყვება ზღაპარს
თუ როგორ ძლიერად მე შეგიყვარე
როდესაც ღამე დაქარგავს არაკს
გამახსენდება რომ შემიფარე
წითელი ტიტა დაიწყებს ჭკნობას
აი სწორედ ის შენ რომ მაჩუქე
ვერ დავასრულებ არაკის თხრობას
ყველა აზრები მე შენ გაჩუქე
კვლავ შემოძარცვა ზამთარმა სული
ისევ გაყინა პატარა გული
მე ის არც მაციებს და არც მაშინებს
უბრალოდ ჩემს ტკივილს ისევ აყვირებს
შემომეძარცვა სიტყვების კალათაც
ვეღარ გადმოგცემ სიცარიელეს
ბინდი დაეკრა უკვე ქალაქსაც
ასე სჩვევიათ იტალიელებს
ის რომ ბინდის ჟამს საყვარელ ყმაწვილს
აუჩუყებენ რომანით გულებს
და თოთოს მათსავით გულჩვილს
კვლავ დაუწნიან იებით სულებს
შენ თუ გგონია არ მომენატრე
კვლავადაც ცდები
მონატრებაში მე ჩავიძირე
ვიხრჩობი ხვდები?
ბუმად მომაწვა შენზე ფიქრები ახლა
ვერაფერს ვუხერხებ, ვეღარ ვალაგებ
ჩემს მოგონებას სიცივე ახლდა
თავს ვეღარაფრით ვეღარ ვახარებ
ამაოდ ვზივარ რაფასთან ისევ
ამაოდ მოველი მერცხლის მოფრენას
იის ამოსვლას და შროშნებს კიდევ
ამ ქვეყანაზე სხივის მოვლენას
და თუ გგონია არ მომენატრე
ძალიან ცდები, ამაოდ ფიქრობ
მე პოეზიის კლდე მოვიარე
დავწერო მუზა ფურცელზე ვცდილობ
ვცდილობ გაჩვენო რა მიდევს სულში
რაარის დღეს და რა იყო გუშინ
ვცდილობ რომ ხარბად ჩაგიკრა გულში
რომ არ გავცვალო ვნებანი ფულში
და თუ შენ მაინც გგონია ასე
რომ მონატრება არ არის ნამდილი
დაე დავლიო ფიალა სავსე
ცაში ავწიო შავი მანდილი
და თუ გგონია არ მენატრები
მაშინ გაიხსნას ჩემს ფეხთან მიწა
და თუ გგონია არ მენანები
დაე კლდეები მაშინვე იძრას




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent