ცხრა მთა, ცხრა ზღვა, ცხრა ოცნება...
გამიხსენე, სანატრელო, როცა წავალ სამსჯავროს, შენი სულის ნეტარებამ იქაც გადამატაროს ცხრა მთა, ცხრა ზღვა, ცხრა ოცნება, ერთის თვლათა ცდუნება, სიყვარულის საოცრება და შენი ერთგულება. გამიხსენე, როგორ ვწერდი ჩემი სულის სიგიჟეს, ჩუმად როგორ ვიტაცებდი შენ სახიდან ღიმილებს. ვაგროვებდი, ვინახავდი, როგორც ოქროს განძეულს, ღრმად, გრძნობებთან ჩავმარხავდი სულში ფითრად ჩახვეულს. როგორ მინდა, რომ მეცადა ხეტიალი ცისპირზე, დავრჩებოდით იქ მე, ცა და იმ ღიმილის სიგიჟე. გამიხსენე, სანატრელო, როცა წავალ სამსჯავროს, შენი სულის ნეტარებამ იქაც გადამატაროს ცხრა მთა, ცხრა ზღვა, ცხრა ოცნება, ერთის თვალთა სამყარო, სიყვარულის საოცრება ნეტავ რას შევადარო! ~ბ.ბ.~ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.