რამდენი კოცნა შემოატოვე ნეტავ ჩემს ტუჩებს?
რამდენი კოცნა შემოატოვე ნეტავ ჩემს ტუჩებს? რამდენი ღიმილი დაუნახავს ნეტავ ჩემს თვალებს? დამათვლევინე რა იქნება ის ჩახუტება შენს არითმიას რომ აჩქარებდა. დამათვლევინე ის სიტყვები მე რომ მიყვარდა. აჰა უყურე ახლა შორიდან გაყინულ ბაგეს აღარც კი იძვრის ადგილიდან სიტყვის სათქმელად, აღარც ხელები მოიწევენ ჩასახუტებლად. გადასხვაფერდი ხედავ?მაინც გადასხვაფერდი. დამათვლევინე რა იქნება შენი კოცნები, დამათვლევინე ყოველი წამი ერთად ნამყოფი, ჰო რა იქნება ერთხელ მაინც დამათვლევინო? რამდენი კოცნა შემოატოვე ნეტავ ჩემს ტუჩებს? ხომ დაინახე? შენ რომ მაინც გადასხვაფერდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.