შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი დედას ...


15-07-2017, 16:04
ნანახია 2 006

მომენატრე და უსაშველოდ ამტკივდი დედი,
მე შეგაზიზღე გათენება დილა ყოველის.
ყოველღამ შენში ვცოცხლდები და დილით კვლავ ვკვდები,
შენ კი ზიხარ და უსასრულოდ მაინც მომელი.

იცი აქ თბილა... შევამსხვრიე თვალებს ის მითი,
რომ ყინვაა და უშენობა მთელს სულს აციებს.
მე დავბურუნდები შენს მფარველად და ერთი ვიცი,
რაც გიდარდია ყველა ცოდვას ღმერთთან წავიღებ.

აქ სულ არ ცივა... არ იდარდო ამას გთხოვ დედი,
და ყველაფერი ცეცხლშიაო მხოლოდ მითია.
მე უსათუოდ დავბრუნდები, რომ გედგე გვერდით
დე ეგ საფლავიც რომ დასტირი მგონი სხვისია.

მე არ ვგრძნობ კვდომას... მივატოვე მხოლოდ სხეული,
მუდამ შენთან ვარ და ამას გთხოვ - ნუღარ იტირებ.
შენი თვალები გაიცრიცა.... გახდა სნეული,
დეე... ჩამოჭკნი თუ მეჩვენება - დღეს მეც ვქვითინებ.

აქ ყველაფერი თეთრია და იცინის ყველა,
იცინის ყველა ჩემს გარდა და მჭირდები დედი.
რა გამაღიმებს შენს თვალებს, რომ ცრემლიანს ვხედავ,
რა გამაღიმებს მაშინ როცა ღმერთთანაც ვცდები.

მე შენ გატკინე... კვლავ მიტოვებ იმ კარებს ღიას,
მე რომ ვერასდროს მოვიხურავ მხიარულ ბაგით.
მე შენ გატკინე და ჭრილობის მიზეზი მქვია,
ვერასოდეს რომ გაიკერავ ნემსით და ძაფით.

ზიხარ და ახლა ვერც კი ხვდები შენში რა ხდება,
ვეღარ გრძნობ სითბოს (გეხუტები მინდა იცოდე)
მწამს ერთ დღეს ჩემი სურვილი რომ შენთან ახდება,
ჯანდაბას თუნდაც ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვოდე.

რა მსურდა იცი? ჩვენს ეზოში ეხარათ ბავშვებს,
გიტოვებ ახლა მოსაგონრად მხოლოდ წერილებს.
შენი ღიმილი ჩემს სამყოფელს სითეთრით ავსებს
დეე როცა ტირი გახსოვდეს, რომ ამას მეც ვიგებ.

მომენატრე და თეთრი მტრედი მიყვება შენზე,
თურმე ზიხარ და ყოველ ღამე ჩემს ლანდს მოელი.
გტკივივარ დედი ამგვარ ყოფით ვიცი რომ ვერ ძლებ
და ის გწამდეს რომ დაგიფარავ ყველგან ... ყოველთვის.

გახსოვდეს ერთი - შენი ცრემლი ჩემთვის ტკენაა,
ხოდა ნუ მატკენ გამიფრთხილდი როგორც პატარას.
მე ის გოგო ვარ დღეს ვისთვისაც წერა შვებაა,
გოგო რომელმაც სიკვდილამდე გულით გატარა!

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

დედა... დედა... დედა..

 


№2  offline წევრი ჩუმი პოეტესა

terooo
დედა... დედა... დედა..

--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent