შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველ სიყვარულს და მუზას


15-07-2017, 21:19
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 2 218

შენზე ფიქრები მე არ მაძინებს
შენი სურნელი მუდამ მაღვიძებს
შენზე ოცნება მე სულ მაფიქრებს
და სიყვარული მე სულ მაფითრებს

მე აღარა მაქვს შენზე გრძნობები
მე შენ ყოველდღე გემშვიდობები
შენ მე არასდროს არ გენდომები
შენ მე სულ მუდამ მეამბოხები

მე არასოდეს დამავიწყდები
და სულ ყოველთვის მემახსოვრები
შენ არასოდეს არ გაგიწყრები
კვლავაც და კვლავაც გეამბორები

მინდა იცოდე რომ შენ მაცოცხლებ
თავს მე არასდროს არ შეგაცოდებ
მე ამ მუზებით სულ გამალოთებ
ხელს კი არასდროს გამომიწოდებ

იცი სამი წლის წინ როგორ მიყვარდი?
მაგრამ ამისთვის შენ მუდამ მკიცხავდი
შენ მე ერთხელაც კი არ მკითხავდი
შენთვის მე თუკი რამეს ვრითმავდი

იცი არასდროს მე არ მინდოდა
ჩემს მიმართ წყენა რომ გაგჩენოდა
შენი გული კი მუდამ ცდილობდა
რომ მე ყოველთვის, მუდამ მწყენოდა

შენ ფიქრობდი რომ მომიშორებდი
მე სულ ბოლომდე მამინორებდი
შენ მე არასდროს მომიწონებდი
რადგან ყოველთვის მაიგნორებდი

შენთან ვიდექი მე დღეც და ღამეც
სულ ვერ ამჩნევდი ჩემს მზეს და მთვარეს
მე არ ვამბობდი ახლა წავალ მეც
არასდროს მიგატოვებდი ამ დღეს

შენ სულ იყავი, ხარ და იქნები
გოგო რომელსაც ვერ დავივიწყებ
მე არასოდეს წავალ გპირდები
და მალე ნახავ, შენ გამიხსენებ

მიყვარდი ყველაზე მეტად
ჩვენ სულ ვიქნებით კენტად
წარმოსახვაში ერთად
მე მეყვარები ბევრად



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

მიყვარდი ყველაზე მეტად
ჩვენ სულ ვიქნებით კენტად
წარმოსახვაში ერთად
მე მეყვარები ბევრად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent