შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოდი!


15-07-2017, 23:55
ავტორი rainey
ნანახია 1 728

გაფრენას ვლამობ და სიყვარულს ფრთებსაც ვუწუნებ,
სიცოცხლე მინდა, მაგრამ მისთვის არ გემეტები..
დამითმე გზები რომ შორიდან მაინც გიარო
რად მტოვებ? ფიქრში კვლავ უშენოდ დავეხეტები..

სიცოცხლის ფასად გიხსენებ და ამ გულში გქარგავ
ნეტავ რას ნიშნავს ჩამოღვრილი წვიმის წვეთები?
ამ ფიქრებიდან უკვე გშლი და თანდათან გკარგავ
მაგრამ იცი, რომ დასათმობად არ მემეტები..!

სიცოცხლეს გარქმევ და ბოლოდროს მზის სხივსაც გავხარ
რადგან მიშუქებ ჩაბნელებულ სულის სიღრმეებს
და სიყვარულად მეჩვენები, ხან კიდევ არ ხარ..
სიტკბოდ ედები ყველა განცდილ გარდასულ დღეებს..

და თუ ცხოვრებაც, როგორც ამ წამს, არაფერია..
და თუ ტანჯვაა ეს სიცოცხლე დამსამარები..
მოდი, ამას გთხოვ, მომანათე სიცოცხლის მზერა..
მოდი, და კვლავაც მიბრიალე, შავი თვალები ^^



№1 სტუმარი nati

momewona:(:*

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

სიცოცხლეს გარქმევ და ბოლოდროს მზის სხივსაც გავხარ
რადგან მიშუქებ ჩაბნელებულ სულის სიღრმეებს
და სიყვარულად მეჩვენები, ხან კიდევ არ ხარ..
სიტკბოდ ედები ყველა განცდილ გარდასულ დღეებს..

სიცოცხლეს გარქმევ და ბოლოდროს მზის სხივსაც გავხარ
რადგან მიშუქებ ჩაბნელებულ სულის სიღრმეებს
და სიყვარულად მეჩვენები, ხან კიდევ არ ხარ..
სიტკბოდ ედები ყველა განცდილ გარდასულ დღეებს..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent