შეხვედრა გალაკტიონთან
ლექსში დაწერილი ისტორია... ღამე დაემსგავსა მემუარებს, ისევ შემომიჩნდა ისტერია_ წუხელ გალაკტიონს შევუარე, ღვინოს მიირთმევდა, საუცბაოდ, დროსაც თავისთავად ამოკლებდა, ბნელში იღვრებოდა საკუჭნაო, თრობა უნებურად ამაჩემდა, მთვარეს შეჰყურებდა, გაოცებით, თუმცა სიმშვიდეს არ დაეძებდა, სახე მიუგავდა მეოცნებეს, ახლაც არ იტყობდა დანანებას: _ ერთიც დავლიოთო, აიჩემა, ჭიქას მოჰყვებაო ჩვენი თრობა, ოხ ეს ოხერიო, ჩაეცინა, რა ვქნა, ლექსი აქაც არ მეთმობა, ჩემსას ვერ ხვდებითო, გაიძახდა, სულ არ მიზიდავსო თქვენთან, დაბლა, აქ არ აგვიანებს განთიადი და არც მოგონებას სევდა ახლავს, ალბად თქვენთვის კი სჯობს აუხსნელი, ფასი ეკარგება რეალობას, მე ეს აუხსნელი ამოვხსენი, თქვენ კი ისევ დარჩით მეამიტად, ღმერთის შვილთ არა გაქვთ სამართალი, ისე კი გიზიდავთ ზეციური, დროს ებრძვით, ვერაფრით გაასწარით, მიწას ხართ უაზროდ შეხიზნულნი, შეხედე, აქ ხომ ოცნებები ერთურთს არასოდეს ეხებიან, თქვენ კი შურს აღვივებთ ერთმანეთში, თქვენ არც სიყვარული შეგძლებიათ, ნუთუ გულწრფელია შენი ლექსი, ყველა, ნუთუ გრძნობით ნაწერია?.. არ თქვა იცოდე რომ "მეფეს" შეხვდი, მაგრამ იტყვი ვხვდები, შუბლზე გაწერია, კარგი, შეახსენე ჩემი თავი, მხოლოდ სიკეთეზე მოუყევი, თქვი, რომ სიყვარული ირგვლივ ყვავის, თქვი, რომ ოცნებაა შეურყევი, მერე დამუნჯდი, და მათ შეჰხედე, ხალხში იქნებ გრძნობა დაინახო, თუმცა ხვალაც წერა თუ გაბედე, მიზნად სიგიჟე არ დაისახო, თორემ შეგაწუხებს მიწიერი, ნურც ამ საუბარს ნუ ჩაეძიებ... დარჩეს ისევ ზეცა მითიური, შენ კი წუთისოფელს ჩაეჭიდე, წერე, რაც გაწუხებს, აუხსნელი, დაე იკითხონ და გაარჩიონ, და თუ დაიჟინეს, აუხსენი, რომ სხვა მწერლებისგან გაგარჩიონ... რომ შენ არ აპირებ გაჩერებას, რომ შენ გალაკტიონს შეეყარე, რომ შენ ტიციანი გაკვირდება, რომ შენ ვაჟას ლექსი შეუთვალე, რომ შენ ილიასთან მეზობლობდი, რომ შენ ბარათაშვილს გაჰყევ ხიდზე, რომ შენ აკაკისთან მეგობრობით უკვე მრავალ შარში გაეხვიე... მერე ალბად გიჟად შეგრაცხავენ, იქნებ საგიჟეთშიც გამოგკეტონ, იქნებ გაეცინოთ შენს ნათქვამზე, იქნებ სიგიჟეთში გამოგტეხონ?.. გითხრან, სულაც ღვინით გაბრუებულს ფრთები მოგეჩვენა წუხელ მხრებზე, მხოლოდ ბოდვა იყო უგუნებო, რადგან მშვიდი ძილი ვერ გაბედე, შენ კი ეს ამბავი დაიჯერე, და ნურც რეალობას გარიდდები, რადგან, სიცოცხლეში არ გვისმენენ მათ, ვინც წყნარ დინებას არ მივყვებით. 29.07.17 selassie |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.