შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უამინდობა


2-08-2017, 12:11
ნანახია 1 480

უამინდობის შემოჩვეულ უღმერთო დარში,
გზაზე გიპოვე... ნაგლეჯ-ნაგლეჯ ეყარე ქუჩებს.
მე დედამიწა ვუარყავი და მარტო დავრჩი,
ვერ შევეფარე საიმედოდ გრძნობების ბუდეს.

ვდუმდი და მაინც ბოლო ხმაზე კიოდა სული,
მდიოდი სისხლად თვალებიდან ცრემლების ნაცვლად.
ყველა ფიცი და დაპირება ყოფილა ფუჭი,
ყველა ფიცი და დაპირება წარსულში დარჩა.

წავედი სადღაც... გზა არ იყო გრძნობით ნაშენი,
წავედი ისე იფიქრებდი რომ ღმერთი არ მყავს.
ჩავრაზე გულთან მოსასვლელი ყველა კარები,
ჩავრაზე მარტო შევეგებო ანგელოზს რათა.

დუმდა ხალხი და თეთრი ვარდი მედო თავსთუმალს,
ახლა ყოველღამ მე და მთვარეს ზეცა დაგვიცავს.
თხელი სუდარით შემოსილი სული დადუმდა,
ადგილს ვეწვიე, სადაც ფეხი მძიმედ დამიცდა.

გიპოვე იქვე... ყველა კუთხეს მოვყავდი შენთან,
გაუშლელ ვარდებს დასტყობოდათ მოშავო ფერი.
ყველა სპეკტაკლის დასასრული მიმყავდა ღმერთთან,
მე დედამიწა მივატოვე და ვეღარ გშველი.

გიპოვე ქარში... უმოწყალოდ მამცნო ამინდმა,
რომ შენი სული ნაგლეჯ-ნაგლეჯ ეყარა მიწას.
სანამ ვცოცხლობდი, სანამ სული ცაში აფრინდა,
ჩემთან მყავდი და მაპატიე დღეს, რომ ვერ გიცავ.

ვისუნთავ ჰაერს და ბოლო ლექსს გიგზავნი ლოცვით,
თითქოს და ვგრძნობი საუკუნის ოთხად გახლეჩვას.
პირველ ნახევარს შევეგებე საოცარ ტრფობით,
მაგრამ მიწურულს ჩემი გული ვეღარ ამღერდა.

მე დედამიწა ვუარყავი - გავყვირი ცაში,
ასაკი თამაშს მოელოდა გრძნობებთან როცა.
მსურდა რომ ერთხელ მოესმინათ ჩემს ლექსებს ტაში,
მსურდა და ახლა მათ მომავალს უჩემოდ ვლოცავ.

ჩუმი 'პოეტესა'



№1 სტუმარი Sana

როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი იყო.მომწონს შენეული გადმოცემის სტილი და რითმა, რომელიც ენით აღუწერელ ემოციებს იწვევს ჩემში. სასწაული ხარ პოეტო:-*

 


№2  offline წევრი ჩუმი პოეტესა

Sana
როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი იყო.მომწონს შენეული გადმოცემის სტილი და რითმა, რომელიც ენით აღუწერელ ემოციებს იწვევს ჩემში. სასწაული ხარ პოეტო:-*

გენაცვალე შენ <3 მადლობა დიდი <3
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent