შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მსჯავრდებული და მოსამართლე . . .


10-08-2017, 12:26
ნანახია 1 825

-გაგასამართლებთ მსჯავრდებულო გთხოვთ აქ დაბრძანდით,
(თითით ვანიშნებ კუთვნილ სკამს და თვალებში ვუმზერ.
მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა სხდომის დარბაზში,
ვუყურებ თითებს ნერვრვიულად სკამს როგორ უჭერს).

-კარგად მისმინეთ მსჯავრდებულო... კითხვებს დაგისმევთ,
თხოვნა იქნება არ გაწელოთ თითოს პასუხი.
ჩვენ ორის გარდა პროცესის აზრს ვერვინ გაიგებს,
ვერვინ გაიგებს უიმედო გლოვით რას ვუცდით.

-კითხვა პირველი !
გიყვარდით თუ მხოლოდ გაერთეთ?
-არა რას ბრძანებთ (აღშფოთდა და სუნთქვა უჭირდა).
სიტყვა მიყვარხარ ვიცი მითქვამს თქვენთვის არცერთხელ,
მაგრამ არასდროს წამიშლიხართ ჩემი გულიდან.

-კითხვა მეორე !..
(მეფიქრება პირველ პასუხზე),
რატომ წახვედით ისე როგორც სხვები მიდიან,
(რად არ იფიქრეთ უთქვენობა სულს რომ აწუხებს)
-მე ვაპროტესტებ! (დაიყვირა) ყველგან იციან...

ყველგან იციან თქვენი სუნთქვა სულს, რომ ათბობდა,
მაგრამ ერთხელ რომ დაგენახეთ არც კი გიცდიათ.
შემოჩვეული ტკივილები ზურგზე მათოვდა
და ახლა მკითხეთ თუ გაბედავთ რატომ მივდივარ.

მივდივარ რადგან მადარებდით მუდამ სხვის ნიავს,
მუდამ სხვის ჩრდილქვეშ მაყენებდით ნუთუ არც გახსოვთ.
(ჩაიცინა და ის სიცილი ახლაც ქარს მიაქვს,
ქარს მიაქვს სადაც არ აწვიმს და სევდა არ ათოვს)

-კითხვა მესამე ...
(გავბედე და ჩუმად ამოვთქვი)
ნუთუ ვერ გრძნობდით სიცივეში სითბოს ჩატეულს
-მე მაპატიეთ მოსამართლევ ცოტა აღვშფოთდი...
აღვშფოთდი, მაგრამ გამოვტოვებ კითხვას ასე სჯობს.

(ვუმზერდი მას და მორჩილივით ვუცვლიდი კითხვებს
ვუცვლიდი კითხვებს და პასუხებს ვცემდი თავადვე)
- ისევ გიყვარვართ? ისევ ელით ჩემს შავ ლანდს მზის ქვეშ?
(ველოდი მის ხმას.... ქვეცნობიერს თავი არ ვანდე...

ჩუმად იყო და ეს სიჩუმე ფატრავდა მთელ სულს
ფატრავდა მთელ სულს მოლოდინის პასუხად უარი.
მისი თითები მერამდენედ ფლითავდნენ ჩემს გულს
და მერამდენედ მომიწევდა თენება ღამის.

სიჩუმის ბოლოს სანამ სცენა დაფარა ფარდამ
მომიახლოვდა მსჯავრდებული ძველი სცენარით)
-არაფერს გეტყვით მოსამართლევ სიტყვების გარდა,
რომ ჩემი გული დღემდე თქვენი მზერის ტყვე არის!

ჩუმი 'პოეტესა'



№1 სტუმარი Sana

ქედს ვიხრი შენი ნიჭიერების წინაშე. ყოველთვის ზუსტად იცი როგორ გადმოსცე ემოცია და გრძნობები. შენეული წერის სტილი გაქვს, რაც სხვებისგან გამოგარჩევს და სწორედ ეს მომწონს. არაჩვეულებრივი ხარ!

 


№2 სტუმარი )

მსჯავრდებულია ოღონდ და არა მსჯავლდებული

 


№3 სტუმარი uhuu

ასეთი მაგარი რაღაც მე ჯერ ამ საიტზე არ წიმიკითხავს
გაღიარებ!!!

 


№4  offline წევრი ჩუმი პოეტესა

Sana
ქედს ვიხრი შენი ნიჭიერების წინაშე. ყოველთვის ზუსტად იცი როგორ გადმოსცე ემოცია და გრძნობები. შენეული წერის სტილი გაქვს, რაც სხვებისგან გამოგარჩევს და სწორედ ეს მომწონს. არაჩვეულებრივი ხარ!

ძალიან დიდი მადლობა საყვარელო გაიხარე ♥ ♥ ♥
)
მსჯავრდებულია ოღონდ და არა მსჯავლდებული

გავითვალისწინებ აუცილებლად ♥ მადლობა ♥

uhuu
ასეთი მაგარი რაღაც მე ჯერ ამ საიტზე არ წიმიკითხავს
გაღიარებ!!!

გენაცვალეე ♥ ძალიან დიდი მადლობა ♥ ♥ ♥
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 


№5  offline მოდერი bla.ell

პოეტესა რაც ამ ბევრ საიტზე მინახავხარ და ყველგან ვკითხულობ შენს ლექსებს უკარგესო პოეტი ხარ,იქნებ შენი ლექსების წიგნი გამოუშვა?!ისე წერ რომ აუცილებლად ძალიან კარგი იქნება და ერთ წიგნს მე ვიყიდი პირადადheart_eyes

 


№6  offline წევრი ჩუმი პოეტესა

bla.ell
პოეტესა რაც ამ ბევრ საიტზე მინახავხარ და ყველგან ვკითხულობ შენს ლექსებს უკარგესო პოეტი ხარ,იქნებ შენი ლექსების წიგნი გამოუშვა?!ისე წერ რომ აუცილებლად ძალიან კარგი იქნება და ერთ წიგნს მე ვიყიდი პირადადheart_eyes

გენაცვალე ♥ ძალიან ძალიან დიდი მადლობა ... არის წიგნების დაბეჭდვაზეც საუბარი და ყველა ჩემს მკითხველს პირადად გაჩუქებთ ჩემს წიგნს ყოველგვარი გაყიდვის გარეშე ♥
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კარგი ხარ ..
ჩემო ნიჭიერო

 


№8  offline მოდერი bla.ell

არა მე ვიყიდი რომ ვერ მომწვდე შენი კრებულის გარეშე ვერ დავრჩებიheart_eyes

 


№9  offline წევრი Deucex

ძალიან მაგარი ლექსია ყოჩაღ უზომოდ ნიჭიერი ხარ

 


№10  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ძალიან ნიჭიერი ხარ. შენგან კარგი პიესების ავტორი გამოვა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent