შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კრთიან ხეები...


15-08-2017, 14:22
ნანახია 1 624

კრთიან ხეები... მთელს სულშია ახლა ქაოსი,
ფიქრების ჯაზი უსათუოდ მომიღებს ბოლოს.
არავინ მაკლდა უცნაურად ისე დავობლდი,
მესმოდა სხვისი მონაყოლი ზღაპრები მხოლოდ.

შიში მაქვს ღამის მოჩვეული კოშმარის შემდეგ,
ყოველღამ ვხედავ ეშმაკნი რომ ჩემს სხეულს იყოფს.
მათ არ იციან ის ლექსები რაც შენთვის ვწერე,
ჯოჯოხეთია და თან ამდროს სამოთხე თითქოს.

გადამაქვს ფიქრი წარსულიდან აწმყოს მორევში,
მომავლის იმედს მიქარწ....ბენ შავთეთრი ციდან.
ყინვად ქცეულ და გასალღვობად დამდგარ გრძნობების
ფიქრებად წერა და სიცოცხლის გაქრობა მინდა.

კვლავ ვუთევ ღამეს ვარსკვლავებს და მაციებს შიში,
რომ ერთ დღეს უნდა მივატოვო ვინც მიყვარს ყველა.
მე დამწვავს ვიღაც ... არც არაფრის ექნება რიდი,
მე დამწვავს ვიღაც ვინც ცხოვრებას შავთეთრად ხედავს.

კრთიან ხეები... ქარი აცლის შერჩენილ ფოთლებს,
მეც ჩემებრ ჩუმად... უცნაურად ისე დამჩემდი,
ვიღაც იფიქრებს მარტო ყოფნა ლანდივით მომსდევს,
გაწვიმდა ისევ ..... მე გრძნობებით დღესეც დავსველდი.

ღამდება უკვე, ცხრა სრულდება... ბნელდება დღე და
შიში კვლავ მიპყრობს იმ მომავლის წარსულს რომ მოჰგავს.
ვკრთები და მაინც შენს ჰაბიტუსს ჩემს გულში ვძერწავ
ეს ის გულია წამდაუწუმ შენთვის რომ ბორგავს.

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline მოდერი bla.ell

შეუდარებელი ხარ ჩემო რჩეულო პოეტო ბრავო ძალიან კარგი ლექსიააheart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent