შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბეგი მამალაძე.


16-08-2017, 23:10
ავტორი gogona tbilisidan
ნანახია 4 244

ვერ კი არა არ ცვლილი,მილიონჯერ განცდილი
დაცდილი,ტკივილით გარდაცვლილი
ღიმილით ვარ აცრილი თქვენზე.
და არ მიხედავთ,გაიხედავთ,დაიკიდებთ ფეხზე.
და რა მიყიდე? აღარ ჰკითხავ დედას
კარებს მოადგება ღმერთიც,არ გაგახსენდება
ტკივილი რომ მოგაწვება
რომ გახდება თორმეტი,ხო არ ხდება ოცნება
ერთი წამიც გადაცდება და ნახავ რაც მოხდება
და ამდენ პრობლემაში,ხვდები განმარტოებაში
კიდევ უფრო იგრუზები,იბუზები კუთხეში
და ხვდები,თურმე რამდენი გველი გაგიზრდია უბეში
ნუგეშიც ვერ იპოვე დედამიწის წუმპეში
უხეში რეჩი თუ იბაზრე,უკვე აღარ გენდობიან
მწარდებიან,თუ გონებით შენამდე ვერ მოდიან
მელოდიაც კლავს მათ,თუ შენით ვეღარ ერთობიან
ეცემიან მიწაზე,თავის შექმნილი ღმერთობიდან
მე რომ მინდა ეგრე კიდევ ხომ იცი რომ არ არის
როცა თავისუფლება სიბინძურეში გადადის
და ვიცი არ დადის კაცი ამ ლირიკებს დაამშვიდებს
სიმშვიდეს გაყიდის და ქაოსზე გააშვილებს
გარდაცვლილებს კი სიცოცხლის ნოსტალგია უტევს
მე კი მებრძვიან იქ სადაც ზავი დევს,მშვიდობა სუფებს
და გემშვიდობებით,არა მარტო გონებით
აქ სულით და სხეულით,უფრო გადარეულით
აქ გადალეულით ამ მოლოდინებით,გადაყრილი ფილმებით
დროის სანაგვეზე გლოვით არაფერზე
უკვე დავიღალე,დავიღალე გესმით?
ოცნებებში ოცნებებზე ტყუილ ფრთების შესხმით
გასაღები მოგეცათ,თქვენ კარებს მაინც ვერ ხსნით
და ქალბატონო მოწიწებით ბოლო ღილსაც შეგხსნით
რავქნა,მაინც ვერ გხდით ამ სასირცხვილო მუნდირს
მე ვნებებს და სურვილს და ატირებულ დუმილს
გჩუქნით და სამუდამოდ დაგიკიდებთ ყურმილს
უღურსს კი მეშინია სამსჯავროსი უფლის
და რეჟისორს რომელიც ჩემზე იღებს ცუდ ფილმს
გულს კი მაინც უმძიმს რომ ღირსიც არ ვარ ფურთხის
და შემხვდებით სიმთვრალისგან სადმე დარეტიანებულს
შეგრცხვებათ რომ დაინახავთ ღმერთს აცრემლიანებულს
თვალებს დაფეთიანებულს,შიშს რომ ნახავთ მასში
მიხვდებით,რომ არ ხართ წყალი იმ გრაალის თასში
რომ მოგაკითხავს სიკვდილი შემოსილი შავში
მერე ეჭვებს გაგიქარვებთ უფლისადმი მრწამსში
შენ განსჯი ჩემს ცხოვრებას და ამდროს შენი გადის
და ამ ცხოვრების გამომთლელი,გამომჭრელიც არის
და ამ არემარის გამომცვლელი და მომცველიც არის
შენ კი გეზარება მწყურვალისთვის მიწოდება წყალის
ვოცნებობ იმ კადრის ნახვას,მე რომ გამოვტოვე
და სიკვდილის წინ გეხვეწები,ცაო წამოთოვე
კიდევ ერთხელ,მეგობარო,გთხოვ რომ ნუ დამტოვებ
და სიძულვულში მეძებდი,შენ სიყვარულში მპოვებ
ხო,ამ სიყვარულში მეძებარი მეც ვეხვევი მახეში
და ღმერთს ვპოულობ ნაოჭიან მეეზოვის სახეში
და გიტოვებთ მას სანამ მოვალ შემოდგომის ქვეყნიდან
მეც აღვსდგები თქვენგან დამწვარ ხელოვნების ფერფლიდან
ჩვენთან ჯერ ისევ ზამთრის სიცივე და სუსხიანი აისი სუფევს
ჩვენთან ყოველდღე ხდება იგივე,აქ ვიტევთ ცოდვებს,თქვენთვის დაუტევს
აქ ვერ იპოვნი საჭმელს და სარჩოს,აქ ჩაქუჩისთვის ზიზღია გრდემლი
აქ დედა შვილებს მტკვარში დაახრჩობს და ტირილისგან უშრება ცრემლი
თქვენთვის სიკვდილი საშიშროებას,ჩემთვის შვებას და ცხონებას უდრის
რატომ დავუთმოთ ეს დრო მოწყენას?!ეს მათთვის ვისაც ცხოვრება უღირს
აქ ხომ ადგილი აღარ აქვთ მუზებს.
ვახსენებ გრძნობებს,მეტყვით : მიდი რა
თბილისი წვიმას ისევ ვერ უძლებს და ქართლის დედამ ისევ იტირა.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

რატომ დავუთმოთ ეს დრო მოწყენას?!ეს მათთვის ვისაც ცხოვრება უღირს
აქ ხომ ადგილი აღარ აქვთ მუზებს.
ვახსენებ გრძნობებს,მეტყვით : მიდი რა
თბილისი წვიმას ისევ ვერ უძლებს და ქართლის დედამ ისევ იტირა.

 


№2 სტუმარი რერო

საწყალი ბეგი

 


№3  offline მოდერი Giorgi Uertashvili

ეჰჰ. ჩემი სკოლელი იყო. ღმერთმა გაანათლოს
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№4 სტუმარი shelia

ბეგი მამალაძე კი არა,
ქართველებმა სანდრო გირგვლიანი არ უნდა დავივიწყოთ.
ქართველებმა გიორგი გაბუნია არ უნდა დავივიწყოთ, როგორ გადმოაგდეს ახალგაზრდა ბიჭი კორპუსის შენობიდან და როგორ დააბრალეს სუიციდი.
ბუტა რობაქიძე არ უნდა დავივიწყოთ ცეცხლსასროლი იარაღით როგორ მოკლეს უმიზეზოდ.
არ უნდა დავივიწყოთ!

 


№5  offline წევრი joxadze

ძალიან მომეწწონა
--------------------
ნ.ჯოხაძე

 


№6 სტუმარი A. Charkviani

Tbiliseli bichi:))))))))

 


№7 სტუმარი სტუმარი თამარი

shelia
ბეგი მამალაძე კი არა,
ქართველებმა სანდრო გირგვლიანი არ უნდა დავივიწყოთ.
ქართველებმა გიორგი გაბუნია არ უნდა დავივიწყოთ, როგორ გადმოაგდეს ახალგაზრდა ბიჭი კორპუსის შენობიდან და როგორ დააბრალეს სუიციდი.
ბუტა რობაქიძე არ უნდა დავივიწყოთ ცეცხლსასროლი იარაღით როგორ მოკლეს უმიზეზოდ.
არ უნდა დავივიწყოთ!


ეს ბიჭები არ დავივიწყოთ, მაგარამ ბეგი დავივიწყოთ? გასაოცარია პირდაპირ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent