შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

****


18-08-2017, 20:16
ავტორი joxadze
ნანახია 1 474

სიგიჟეა... შენზე ოდნავ გაფიქრებაც სიგიჟეა,
მაგრამ გული ვერ ჩერდება, სისხლს ვერ ებრძვის მასში მდუღარს,
რომ წავიდე შენგან სადღაც... ეს სიცოცხლით იგივეა,
თან ვიყო და თან არ ვიყო, ან გავექცე ლოცვით უფალს...

ეს ამდენი სულით დევნაც სიგიჟეა... სულ თან დაგსდევ,
ყველგან - სადაც სუნთქვით შენ ხარ, თუნდაც ლანდად ჩრდილნაძერწი,
ყველა ბილიკს გავეკიდე მონატრებით, გზებს კი - არ ვსდევ
და ეს ჩემი სიყვარული დედამიწის არის ღერძი.

ო... რამხელა სიგიჟეა, როცა ამ ლექსს გიწერ ცაში
და მე არ ვცნობ ქარიშხლების სისასტიკეს და მათ გმინვას,
მაგრამ ერთხელ დავიბადე, იქნებ - წუთში არის ასი,
ასი წამის გაელვება, როცა დროც კი იწყებს დრტვინვას...

ეს სიტყვებიც სიგიჟეა! გადარეულ ნარითმევს რომ
ფურცელ-ფურცელ ჩამოსტროფავს, როგორც ბავშვის ნათითურებს...
მერე, იწყებ მის წაკითხვას და თან ხვდები ვერაგმა დრომ,
ვერაფერიც ვერ დააკლო მზეობის თვეს - ვარდის სურნელს.

დიახ, შენი არსებობა ჩემთვის, მხოლოდ სიგიჟეა!
მაგრამ, ახლა ეს მაცოცხლებს და მეც მინდა - ამოგზარდო,
როგორც ჩემი ლურჯი ტალღა, რადგან ზღვაც ხომ იგივეა,
ის სიცოცხლის ჯერად ღელავს, ზეცისფერის გულის საზრდოდ...

სიგიჟეა... შენზე ოდნავ გაფიქრებაც სიგიჟეა,
მაგრამ გული ვერ ჩერდება, სისხლს ვერ ებრძვის მასში მდუღარს,
რომ წავიდე შენგან სადღაც, ეს სიცოცხლით იგივეა,
თან ვიყო და თან არ ვიყო, ან გავექცე ლოცვით უფალს...



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

სიგიჟეა... შენზე ოდნავ გაფიქრებაც სიგიჟეა,
მაგრამ გული ვერ ჩერდება, სისხლს ვერ ებრძვის მასში მდუღარს,
რომ წავიდე შენგან სადღაც, ეს სიცოცხლით იგივეა,
თან ვიყო და თან არ ვიყო, ან გავექცე ლოცვით უფალს...

 


№2  offline წევრი joxadze

terooo
სიგიჟეა... შენზე ოდნავ გაფიქრებაც სიგიჟეა,
მაგრამ გული ვერ ჩერდება, სისხლს ვერ ებრძვის მასში მდუღარს,
რომ წავიდე შენგან სადღაც, ეს სიცოცხლით იგივეა,
თან ვიყო და თან არ ვიყო, ან გავექცე ლოცვით უფალს...

<3

Nisa Sa
WaW!!! Shen, shenze dawere tu chemi suli gahyviris: sigijea... "diax, sheni arseboba chemtvis, mxolod sigijea" ughrmesi madloba geniav! Warmatebebi

დიდი მადლობაა
--------------------
ნ.ჯოხაძე

 


№3  offline წევრი joxadze

Nisa Sa
Me, rac am leqsma gadamriiiiiiiaaa!..

Vkitxulob da ar mbezrdeba, an da, rogor sheidzleba gulze ar mogxvdes aseti realuri sityvebi

DIDI MADLOBA ძDLშAINA DIDI MADLOBAA
--------------------
ნ.ჯოხაძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent