შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბადების დღეს გილოცავ, დეე...


21-08-2017, 03:29
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 6 646

თითქოს მუცელში ვარ ისევ,
თითქოს ხვალე გადის ცხრა თვე,
იცი?! მეშინია ისევ,
როგორც მაშინ, პირველად რომ გნახე..

ვზივარ ბნელ ოთახში მარტო,
უკვე ვერ ვახერხებ ტირილს,
არ მასვენებს კითხვა, რატომ?!
ვეღარ მოუბრუნდი ივნისს.

ხელებგამოწვდილი დედა,
აღარ მეზმანება ცაში,
სხვისი შეცდომების ბედად,
ვტირი შიშნაჭამი ბავშვი.

ვიცი ახლა არც შენ გძინავს,
აგერ, დაწყებულა სამიც,
გარეთ მწუხარება ქშინავს,
შიგნით ჩემ ფეხებქვეშ სკამი.

ველი შენს გამოწვდილ ხელებს,
ისევ ჩახუტება მინდა,
დილის ბაიისფერ ფერებს,
შენს თავს შევავედრებ წმინდანს,

ჩემგან ყველაფერი მიდის,
მიდის ბნელეთიც და შიშიც,
გარბის პატარაც და დიდიც,
გარბის შამათიც და ქიშიც.

მე თვით ბედისწერას ვძულვარ,
ფიქრობს წამოვიწყე ომი,
საომრად არ ჩამოვსულვარ,
მსურდა აღმედგინა რომი.

წმინდა იმპერიის საზღვრებს,
შენი არტყავს დიადემა,
იმან, ხოტბა ტაშს რომ დასდევს,
ჩემი პოეზია სცემა.

მაშინ, როცა ვიყავ ბავშვი,
ახლაც.. ბევრი მაგდებს არად,
მე ხომ შენს მკლავებში გავშრი,
ჩემთვის შენი სუნთქვაც კმარა..

ვეღარ გეხუტები ისე,
როგორც სულ პირველად, მაშინ,
ახლა, თვითმკვლელობის პირზე,
შენს გვერდით ვტივტივებ ზღვაში.

გულს ნუ გაგიტეხს ეს ლექსი,
მე ხომ შენი სუნთქვაც მიყვარს,
უნდა წავსულიყავ ექვსის,
ახლა დროა და არ მიჰყავს,

არვის გაწირული სული,
როდი ვტირი ახლა განა,
მე შენ დაგიტოვე გული,
სხვამ რომ ვერ დაარტყას დანა,

მე ამ პლანეტაზე მომკლეს,
სანამ დაეხსენი წყვდიადს,
ნაცარქექიაც და კომბლეც,
მკვდარნი ჩემ ფეხებთან ყრიან.

ხვალ მზე დაბნელდება მიწის,
მაგრამ შენ ამოხვალ, დედი,
ბნელში იცხოვრებენ, ვიცი,
მე კი, შენს ნათელში ვკვდები.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

დედიკოს დაბადების დღეს გილოცავ ნიჭიერო

 


№2  offline მოდერი bla.ell

ლაზო...ცოტამეგულისტკივილა,აი იცი როგორი იყო?!ღიმილი რომ არ იკითხება,აი მხოლოდ სიყვარულია...კარგი ლექსია,მარა არვიცი როგორ ავხსნა ის განცდა რაც ამლექსმა მომიტანა,არც კი შემიძლია...უბრალოდ ამატირა და ის უცნაური ემოციაც მოიყოლა...აკუნა კარგი იყო ძალიან❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent