შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაადრევია მაგრამ მაინც მმარხავენ ცოცხალს


25-08-2017, 01:34
ავტორი bla.ell
ნანახია 1 824

წამები წუთებს გაეკიდა...
საათიც გადის,
ნაადრევია მაგრამ მაინც
მმარხავენ ცოცხალს...
მე არც გოდსე ვარ და არც კიდევ
მაჰათმა განდი,
მინდოდა თავად გაგცლოდით
და ახლა თქვენ მხოცავთ...

კამათი მინდა...
ამ ბოლო დროს უგულო გავხდი,
სიძულვილია,სხეულშიც კი
სიკეთე მოკვდა...
სიმსივნეს მოჰგავს ყველა
ფიქრი და ყველა დარდი,
ღრუბელი ღრუბელს დაეჯახა,
მე წვეთი მომხვდა...

ჰო მაშინ წვიმდა...
შენ კი თითქოს
შეშლილსაც გავდი
თავლებშიც ჩანდა,
წვიმის წვეთის უაზრო კოცნა...
გიყურე დიდხანს,ლამაზი
და უბრალო ჩანდი...
ვერ აიტანა ამ თვალებმა
ცრემლები მომწყდა...

მიხსნიდი ისევ
უსაშველოდ როგორ გიყვარდი,
გადავირიე,გამაშეშა
გულწრფელად მოსვლამ.
შენს სიახლოვეს
ვეღარ იტანს ეს გული...წადი!
სხვა გამოუშვი თუ ასე გსურს
დღეს ჩემი მოკვლა...
გამანადგურებს,ყოველი დრო,ყოველი კადრი,
ჯოჯოხეთია "სიყვარულის"
გაშვება(მოსვლაც)...


ავტორი:ელისაბედი/bla.ell



№1 სტუმარი Guest მარიამი

ვაუ!
განსაკუთრებით ბოლო ორმა სტრიქონმა მომხიბლა.

სურვილი გამიჩნდა შენს სხვა სიახლეებსაც გადავხედო.
ნიჭიერო ადამიანი ჩანხარ!

 


№2  offline წევრი stranger9

სათაურზე გამეღიმა. მივხვდი, ვიცანი, გამიხარდა. რა გითხრა? ზღვას აავსებს შენი მოტანილი ემოცია

 


№3  offline წევრი ერემეევიტი

ძალიან კარგი ლექსია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent