შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარცეცხლი შენფერი


25-08-2017, 21:03
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 167

კვამლით ამოევსო ფილტვები ბებერი,
ჭაღარა დიდგორს და ოქროსფერ მთაწმინდას,
ჰაერში თამაშობს ქარცეცხლი შენფერი,
აკრეფილ კალთებით ჩემგან რომ წავიდა.

მიწა იცრემლება ფიჭვების ცრემლებით,
და ნაძვთა სიმწვანეს გაუდის ტკაცანი,
დაუმონებია ცეცცხლს შენი წიწვები,
დემონურ ტკივილში ვეღარც კი მიცანი.

არა ვარ ქარი, სიხარულო, თმას არ გიწეწავ,
და მე არ გიშლი მარსის ველზე ლამაზ კულულებს,
ათასწლოვანი მოლოდინი რომ გამიბერწდა,
ჩამქრალ კოცონში ჩაუმარხავთ თავი ბულბულებს.

არა ვარ შველი მოღერებით რომ გადმოსცქერის,
შიშგარეული ქარვისფერით ქართლის სანახებს,
მე არც წვიმა ვარ, დედაჩემის თვალთა ჩანჩქერი,
ცეცხლისფერ ცაზე ფირუზისფრად გზას რომ გინათებს..

გადაუღრნიათ ასწლოვანი ფარი აჩრდილებს,
კოლხური მუხაც ჩამუხლულა, წამოქცეულა,
და ცრუ სიტყვებით, წინაპართა ზღაპრულ აჩრდილებს,
გამოჰპარვიან ეგ პიქრები, გამოქცეულან..

მე კი ფესვი ვარ, შე ლამაზო, ჩვენი წარსულის,
ათასწლოვანი კოლხურ მუხის ფესვი, ქართველო,
მე, დრომოჭმული, აწ ჭარმაგი და გარდასული,
და გადამწვარი შენივ ხელით ვარ საქართველო!

მე კი არ მტკივა ეს სხეული, ცეცხლით დამწვარი,
არა, ღალატი არაერთგზის დღეს მე მარისხებს,
მე ხომ არ ვიცი მწარე სიტკბო იგივ ნამცხვარის,
მოღალატეებს რომ ერგებათ, როცა ხარისხებს,

დაურიგებენ, ბავშვთა სისხლით თბილად შეკმაზულს,
მე ხომ აქ მკერდში ჩამაკვდება სული მედგარი,
ვერ გააჭენებთ ნახანძრალზე მერნებს შეკაზმულს,
თქვენივე კვამლში ჩაიხრჩობით, ბოლო ეგ არი!

გაყიდულია სამას რუბლად ჩემი სამშობლო,
ანდა დოლარად, ანდა ევროდ, ანდაც რუპიად,
დღეს მე მოვკვდები და გახსოვდეს გმირო! უმშობლოდ,
შენი ოჯახიც, გვარიც, ჯიშიც დაღუპულია!

ჩააქრეს ცეცხლი, განიავდა ქარში ხანძარი,
როგორც წარსული დიდებული, ისე განქარდა,
რომ ბედისმწერლის ფურცლებიდან ცეცხლი აღძარი,
ნუ იმედოვნებ, ჩააქრეს და ამით დამთავრდა..

მოვა ყინულის დევკაცი და ცეცხლს რომ მოიტანს,
ყინვის მარწუხში მოქცეულებს შეგვძრავს მაისი,
დაემსგავსები უშვილძირო, ბებერ მოჰიკანს,
და როცა ქვესკნელს ჩაეშვება შენი დაისი..

მოვა სიკვდილი, მოვა ცეცხლით, შავი ქაოსით,
და მოლილისფრო სუდარაში მძიმედ გაგახვევს,
ნატანჯ-ნაწამებს, მშიერ-მწყურვალს, სიცხით დაოსილს,
ირონიული ჩაღიმებით მოგხსნი თავსახვევს!

ჩაბუჟბუჟდება ძმათა სისხლით მიწა ქართული,
ვეღარ დაიტევს ბავშვთა ცრემლებს ეს პირშავი ზღვა,
და ნამუსახდილ ქალთა თმებით გამოკვალთული,
საწამებლის წინ აღესრულოს მაღალთა რისხვა...

და მე აღვსდგები მზისქვეშეთში როგორც აჩრდილი,
დაე მზის სხივმა ეს სინათლე ბნელეთს გაჰყაროს,
დროა ძირძველი ბოროტება ღმერთმა დაჩრდილოს!
დროა, ზიზღისგან გაიწმინდოს მთელი სამყარო!



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

მოვა ყინულის დევკაცი და ცეცხლს რომ მოიტანს,
ყინვის მარწუხში მოქცეულებს შეგვძრავს მაისი,
დაემსგავსები უშვილძირო, ბებერ მოჰიკანს,
და როცა ქვესკნელს ჩაეშვება შენი დაისი..

 


№2  offline მოდერი bla.ell

ეს შენ დაწერე აკუნა?!ვოვ ნიჭიერო პოეტო ძალიან მომეწონა საღოოლ..."გაყიდულია სამას რუბლად ჩემი სამშობლო,
ანდა დოლარად, ანდა ევროდ, ანდაც რუპიად,
დღეს მე მოვკვდები და გახსოვდეს გმირო! უმშობლოდ,
შენი ოჯახიც, გვარიც, ჯიშიც დაღუპულია!" დამაჟრიალა...მაგარია❤უზომოდ მომწონს!heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

გავწითლდი ხალხოო, აი შემრცხვა, მორჩა relaxed

 


№4  offline მოდერი bla.ell

ლაზარე 13
გავწითლდი ხალხოო, აი შემრცხვა, მორჩა relaxed

აკუნა ეგრე ძაანაც ნუ გაწითლდიsmileლაგიკო ლაააjoykissing_heart

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ყოჩაღ . მართლაც და საუკეთესო ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent