შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქართველო


27-08-2017, 03:03
ავტორი bla.ell
ნანახია 2 029

დაისი იყო... მზე იწვებოდა
ამაყად იდგა კავკასიონი,
მიჰქროდა ნისლი...თან ირწეოდა,
და მთას კალთაზე ეწვა რიონი.

მწვერვალებს ღამით თოვლი სწვეოდათ,
მწვანედ მოსჩანდნენ მხოლოდ ღვიანი,
მეგონა სული დაიქცეოდა,
ამ მშვენიერი ხედის სიამით.

ბოლოდროს წვიმა გადაგვჩვეოდა,
თუმც ცა არც იყო ემინიანი,
გენახათ... გული აჩქარდებოდა
ამ ქვეყნის ცქერით...და ამ ტიალის.

რას ვიფიქრებდი... არ იღლებოდა,
მშვენების ცქერით ადამიანი,
როს გული მზის სხივს ელოდებოდა...
არც მთვარე ცქერდა... არც ლამპიონი...

სხივები ჩუმად ცის თაღს სწვდებოდა
ღრუბლებს ფანტავდა ცაზე ეოლე.
ვხედავდი მთებს არ დავიწყებოდათ,
ქართული 'სული' ... როგორც მეომრებს.

იდგნენ და დუმდნენ როგორც შვენოდათ,
თითქოს და ლაღი... თან სევდიანნი,
ხან ყვავილები გაიშლებოდა,
ხან ქარი წყვეტდა ფოთლებს ზრიალით.

ჩემი  სამშობლო საქართველოა,
ასე ლამაზი, ასე ციერი,
ეს ჩემი ტურფა საქართველოა,
ძნელი წარსულით და კვლავ ძლიერი.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩემო საყვარელო
გირღვევ გულიცემას,
მერე ავდგები კვლავ გაჩუქებ,
სურვილს ავისრულებ
ვიცი...სულ ასეა,
ჩაგეხუტები არ გაკოცებ.

 


№2 სტუმარი sofi lurci

❤❤რა კარგი ლექსი იყო "არის არეული კანქვეშ არითმია" კარგი სიტყვები იყო ყოჩაღ ბლა ძალიან მომეწონა❤❤

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

მგონი ლექსების კითხვას დავიწყებ...
რითმის ძალიან მაგარი შეგრძნება
არამომაბეზრებელი
არაბანალური...
ყოჩაღი ხარ!!!

 


№4  offline წევრი სანდრო 23

ელ, ელიზაბეტ, მშვენიერია ! ჩვეული მშვენიერი ნაპეწკლები...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent