შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თურმე ბრძენს უთქვამს


3-09-2017, 00:22
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 493

თურმე ბრძენს უთქვამს
მეგობრობას არ აქვს საზღვარი
მე კი მის სუნთქვას
ვატყობ რომ აქვს სხვისი ნაზავი

ის კი არ ვიცი
რას გადაწყვეტს ეს პიროვნება
მას არ აქვს ფიცი
და მოღალატის გასხივოსნება

ბოლო ლექსია ალბათ
შენთვის მოძღვნილი
ვიცი დამტოვებ, წახვალ
რჩევით მოსილი

კიდევ გახსენებ
აქ ვინ ვინ არის
და შევაჩერებ
ღელვას მდინარის

ეგ სიყვარული ერთხელ მთავრდება
ეს მეგობრობა კი სულ ცხადდება
ერთხელაც მოხვალ დამწუხრებული
დგები ჩემს გვერდით დამდურებული

გამიბრაზდები: რატომ გამიშვი
და რა მიზეზით არ შემაჩერე.
მე შენ გეტყვი რომ ფრთები აიშვი
და მე სინანულს შენ შემაბერე

მე თუ წავედი არ დავბრუნდები
არ მოვიხედავ და დავდუმდები
და მე ნელ-ნელა ისევ ვრწმუნდები
რომ მეგობრობას არ აქვს წუთები

როგორც ჩანს აღარც მენდობი
ჩემს რჩევას აღარ ეყრდნობი
და მეც აღარ ვარ შენდობით
თქვენ ჩემს წინ აღარ ენთობით

ბევრი ვიბრძოლე შენთვის
რასაც ტყუილიც ერთვის
ამ მეგობრობას ანგრევ
მე კი ღამეებს ვათევ

ახლა კი გემშვიდობები
მე ვიცი ჩამომშორდები
მე მაინც გელი, ვორდები
და შენს სიტყვაზე ვსწორდები



№1  offline წევრი nio

მომწონს შენი ლექსები blush blush

 


№2 სტუმარი ნებულა

დიდი ხანია ასეთ სიყვარულს არსად გადავყრივარ. ბედნიერი ხარ, ასეთ გრძნობას რომ ატარებ. დარწმუნებული ხარ, რომ რასაც გრძნობ, მხოლოდ მეგობრობაა? თუმცა, თუ ამ ყველაფრის შემდეგ, ეს ადამიანი მაინც შეგელევა, ნამდვილად არ ყოფილა შენი ღირსი. შენზე ძლიერად, მას ნამდვილად აღარავინ შეიყვარებს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent